კახა კალაძე სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, არსებული მდგომარეობით, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს.

„სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, პროექტი გაკეთებულია. მიმდინარეობს ხარაჩოების მოწყობა, რის შემდეგაც უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დაიწყება. პრობლემა აქვს ტაძრის სახურავს, ასევე, დაზიანებულია სამრეკლოც. ყველაფერი მოწესრიგდება. ის გამოწვევები, რაც გვაქვს დღეს, რომ წყალი ჩამოდის და ფრესკებს აზიანებს, სრულად მოგვარდება. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს, ჩართულნი არიან საპატრიარქოს შესაბამისი წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები. სიონის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.

დღესვე მერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს საფლავს პატივი მიაგო.

მერთან ერთად ადგილზე საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780758262

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ

ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 20...

არჩილ გორდულაძე

1780756317

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელსაც სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი ტყვია, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრუ...

არჩილ გორდულაძე

1780754999

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან

როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან, - განაცხადა იურიდ...

არჩილ გორდულაძე

1780752342

მსოფლიო

თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ - ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის დროში ქვეშ მცურავ გემს შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ინფორმაციას თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. თურქული მხარის მტკიცებით, გემი სახელწოდებით Duru67 რუსეთი...

თურქული გემ

1780750164

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დელეგაციასთან ერთად პეკინის უნივერსიტეტს ეწვია და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებს უნივერსიტეტის საბჭოს თავმ...

გივი მიქანაძ