სოზარ სუბარი: ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობ იმპერიას. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმის განხილვას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, კომპანია „მაგნატის“ საქმე დავით კეზერაშვილის მიერ საკუთარი ნავთობიმპერიის ჩამოყალიბების პერიოდს ემთხვევა.
„სამაგალითოა „მაგნატის“ საქმე იმიტომ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნიდა თავის ნავთობიმპერიას, რომელიც შემდგომ „გალფის“ სახით ჩამოყალიბდა. სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს იჭერდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს, ამწყვდევდნენ ციხეში და მათთვის წართმეული ქონების საფუძველზე შეიქმნა მონოპოლია. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართული მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესსტრუქტურები, როგორიც იყო „თიბისი ბანკი“ და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
13:05
ახალი ამბებიირაკლი ბათიაშვილი: ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის
„ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული...
12:51
საზოგადოებადავით ჩიხელიძე „მეგობარი აქტზე“: კანონად რომ იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით?
დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებ...
12:44
ახალი ამბებიირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვისთვის დააკავეს, საპატიმროს 2025 წლის 30 მარტს დატოვებს, - ამის შესახებ...
12:34
ახალი ამბებიმაჭავარიანი: 4 რადიკალური პარტია წარმოადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რადგან ერთიანი დღის წესრიგი აქვთ და ერთად აგზავნიან „დანოსებს“ ბრიუსელში
„4 რადიკალური პარტია წარმოადგენს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. მათ ასე იქიდან გამომდინარე ვუწოდებთ, რომ მათ ერთიანი დღის წესრიგი აქვთ, ერთად აგზავნიან „დანოსებს“ ბრიუსელში, რომ ევროკავშირმა ყველანაირ ურთი...
11:53
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა - სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდა, ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო
სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდაო? ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო, – ამის შესახებ...