სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში - ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა - მეუფე შიო

„ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. ღმერთმა მოგვცეს მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული. სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო, (მუჯირი) ქადაგებისას.

„დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება. აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ - ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ. ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი ,,ჰომოუსიოსი", ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს „მრწამსში". როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა. დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა“, - განაცხადა მეუფემ.

ასევე წაიკითხეთ:

🔵არაერთხელ გაფრთხილებდით, საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, “2022 წლის ივნის/ივლისის მორიგი კოვიდტალღა” და პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის - გიორგი ფხაკაძე

🔵 ქართული პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება, ბევრი დატოვებს პარლამენტს და მათ ახალგაზრდა პოლიტიკოსები ჩაენაცვლებიან! - ლელა კაკულია

🔵უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, პუტინი იმ ობიექტების დაბომბვით იმუქრება, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი