თამარ ჩერგოლეიშვილი ედუარდ სააკაშვილს ეთახმება - მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად, მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს, არ ხედავს!
„მე ვეთანხმები ედუარდ სააკაშვილის დაკვირვებას და მეც მიმაჩნია, რომ მიშა ოპოზიციაში ბევრს საკუთარი წონის გასაზრდელად და საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება და მას, როგორც ადამიანს არ ხედავს“, - წერს„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ბევრს მართლა ეგონა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე ბიძინა კანკალს დაიწყებდა, გაიქცეოდა და ისინიც დაიბრუნებდნენ ასე ნანატრ "პალაჟენიას".
„ამან გამოიწვია ბევრი უბედურება - მიშას უნარების მითოლოგიზაციის ჩათვლით. ამან გამოიწვია არასწორი მოლოდინების გაჩენაც.
მიშა რომ თავის შვილს არ ეთანხმება, ეგ გასაგებია - მიშა ზოგადად უარს ამბობს რეალობის დანახვაზე და ურჩევნია იმ ილუზიებში იყოს, რაც მას სიამოვნებს.
ურჩევნია ეგონოს, რომ ეს ხალხი მას ეთაყვანება“, - წერს ჩერგოლეიშილი.
„ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რა მაგარი იქნება ეს (მიხეილ სააკაშვილი) რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ“, - ამის შესახებ გოგი გვახარიას ახალ პროექტში “შვილი” ედუარდ სააკაშვილი საუბრობს, რომლის ინტერვიუ რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მან შვილის ინტერვიუს შესახებ განმარტება ნიკა გვარამიას დააბარა.
„მიშამ მთხოვა განმარტება გამეკეთებინა, რომ მისი ვაჟი სრულწლოვანი ადამიანია, თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და ამას აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე. თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რამე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ამავე თემაზე:
🔵 ედუარდ სააკაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე: ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, ამას სანდრას მაგალითზე ვხედავ
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































