თბილისის მერია: დღეისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ოთხ პროგრამას ვახორციელებთ

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სიმსივნური დაავადებების სკრინინგული, ასევე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებენ.

„თბილისი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქის სტატუსს ატარებს და საერთაშორისო მოძრაობაშია ჩართული. ეს გამოწვევა ქალაქებს კიბოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მართვის უზრუნველყოფის მოტივაციას აძლევს.

კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა (UICC) 2018 წელს, ნიუ-იორკში, თბილისი ოფიციალურად გამოაცხადა, როგორც ევროპაში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პირველი დედაქალაქი. ნომინაციამდე, UICC-ის და მისი ფონდის – City Cancer Challenge წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ მიმართულებით მოქმედ პროგრამებს ადგილზე გაეცნენ.

2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „პაციენტთა კავშირმა“ და City Cancer Challenge-მა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, შვიდი პროექტი ხორციელდება. დიაგნოსტიკური გამოსახულებისა და ბირთვული მედიცინის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, თბილისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები ავსტრიიდან და იტალიიდან ეწვივნენ. კერძოდ, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი PET-CT-ზე მოთხოვნის შეფასებას და რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებდა. გამოცდილების გაზიარებისა და მიღებული ცოდნის საქართველოში დანერგვის მიზნით, ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, სერბეთისა და უკრაინის წამყვან კლინიკებში, ქართველი ექსპერტების 20-ზე მეტი ვიზიტი შედგა. შემუშავდა და საერთაშორისო დონეზე განხილვის პროცესშია ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: ადაპტირებული კლინიკური მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის გაიდლაინები, სხვადასხვა მიმართულების განვითარების გეგმები, სასწავლო მოდულები და პროგრამები“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერია დღეისთვის, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ოთხ პროგრამას ახორციელებს – დაავადებათა სკრინინგის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, ტრანსპლანტაციისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების.

„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა.

თბილისის მერიამ გასულ წელს, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, 114 894 შემთხვევა დააფინანსა, მათ შორის, 100 245 გამოკვლევა „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ ჩატარდა. ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 54 პირს ძვლის ტვინის გადანერგვა დაუფინანსდა, 11-ს – ღვიძლის გადანერგვა, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, 179 მოქალაქეს აუნაზღაურდა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სხვა სიახლეები:

🔵 მიხეილ სააკაშვილი: ახალი შეკრეჭილი ვარ, პარიკმახერი ჩემთან ერთ დღეში შემოუშვეს, ექიმებს კი, ხუთი კვირაა, არ უშვებენ - მე არ ვარ ვიღაც

🔵 "უკრაინის თავისუფლებისთვის" - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე უკრაინის მხარდამჭერი მაისურით მივიდა

🔵 "ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

🔵 საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 30.16% - ია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება