საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.
კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ჰუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მტკიცე მხარდაჭერა ორმხრივი კავშირების განვითარების მიმართ და აღნიშნა, რომ კანადა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე მოკავშირეები არიან.
„ეს შეხვედრა ჩემთვის შესაძლებლობა იყო, დამედასტურებინა კანადასა და საქართველოს შორის არსებული მყარი დიპლომატიური ურთიერთობები. კანადა და საქართველო საერთო ღირებულებების მატარებლები არიან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საკითხში, განსაკუთრებით - სამხრეთ კავკასიაში. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა შედგა და ვიმედოვნებ, კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა აჰმედ ჰუსენმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა აღნიშნა, კანადის მხარეს დეტალური ინფორმაცია აქვს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, კანადის მხარის დაინტერესება და ორმხრივი შეხვედრების დინამიკა იმედის მომცემ წინაპირობას ქმნის მომავალში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად და კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის გასავითარებლად.
„კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის, ისევე როგორც კანადის მთავრობის ინტერესი - განავითაროს ურთიერთობები საქართველოსთან არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დონეზე, ალბათ ყველაზე მთავარი გზავნილია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულებისას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, ამ შეხვედრებს უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებისა და საქართველოში, წამყვან სექტორებში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივით.
„ჩვენმა შეხვედრებმა ხელშესახები შედეგები გამოიღო. არსებობს დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრისას ვისაუბრეთ როგორც გეოპოლიტიკასა და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ეკონომიკურ დიპლომატიასა და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლითაც კანადელი ინვესტორები და საინვესტიციო ფონდები დაინტერესდებიან. ეს არის როგორც IT მიმართულება, კიბერუსაფრთხოება, საგანმანათლებლო, ასევე საზღვაო ენერგეტიკის მიმართულებები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სალომე ქურასბედიანი.
1780578314
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადი...
1780576881
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება ინტერესების თანხვედრის მკაფიო ნაბიჯია
ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის...
1780575951
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - უცხოური სპეცსამსახურების აგენტურას ვეტყვი, რომ სახელმწიფომ ბევრი რამ იცის, შეწყვიტონ ეს საქმიანობა ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება
„აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ...
1780575565
მსოფლიოIntelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია
საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online. როგორც...
1780574120
ახალი ამბებიგურამ დუმბაძე: მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსა...





























