სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც

გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„მინდა, შევუერთდე გამოთქმულ მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მინდა, პირადად პრემიერ-მინისტრს გადავუხადო მადლობა პირადი ჩართულობისთვის.

საკმაოდ დიდი ხანია, რაც გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ დღემდე მისულიყო პროცესი.

გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა.

ყველა სიახლის შესახებ და მიმდინარეობის შესახებ, უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები და საზოგადოებასაც მიმდინარეობის შესახებ ექნება სრული ინფორმაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780578314

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადი...

შალვა პაპუაშვილი

1780576881

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება ინტერესების თანხვედრის მკაფიო ნაბიჯია

ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის...

არჩილ გორდულაძე

1780575951

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - უცხოური სპეცსამსახურების აგენტურას ვეტყვი, რომ სახელმწიფომ ბევრი რამ იცის, შეწყვიტონ ეს საქმიანობა ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება

„აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ...

თენგიზ შარმანაშვილი

1780575565

მსოფლიო

Intelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია

საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online. როგორც...

 საფრანგეთი

1780574120

ახალი ამბები

გურამ დუმბაძე: მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები

საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსა...

გურამ დუმბაძე