ირაკლი კობახიძე - შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
„დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეჯერება კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა დაიწყება.
„კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1780578314
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადი...
1780576881
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დასწრება ინტერესების თანხვედრის მკაფიო ნაბიჯია
ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ჩვენც გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესები, ქართველი ხალხის...
1780575951
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - უცხოური სპეცსამსახურების აგენტურას ვეტყვი, რომ სახელმწიფომ ბევრი რამ იცის, შეწყვიტონ ეს საქმიანობა ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება
„აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ...
1780575565
მსოფლიოIntelligence Online: საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია
საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online. როგორც...
1780574120
ახალი ამბებიგურამ დუმბაძე: მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსა...




























