შალვა პაპუაშვილი: ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ არის ძალიან გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგებია ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები

ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ არის ძალიან გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგებია ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის თაობაზე დასმულ კითხვაზე პასუხად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე ადასტურებს, რომ მისი მთავარი ღირებულება არის ეროვნული ინტერესები და სახელმწიფოს განვითარება.

„როგორც იცით საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ირაკლი კობახიძე. მან, როდესაც ჩვენ ის ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, მთავარ პრიორიტეტად, მათ შორის, გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენი მთავარი დაპირება საპარლამენტო არჩევნებზე იყო, მათ შორის, რომ ჩვენი ლიდერობა კორუფციის სიმცირის მხრივ კიდევ უფრო გაგვეზარდა და ვიყოთ სამეულში კორუფციის სიმცირის მხრივ. ასე რომ, ეს არის ანარეკლი იმ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებენ სამართალდამცავი უწყებები, აღმასრულებელი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა პარლამენტის დავალებით, რომელმაც ქართველი ხალხისგან მიიღო ეს მანდატი. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი უნდა შევაფასოთ ქმედებებით. თქვენ ხედავთ, რომ ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ არის ძალიან გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები ის ღონისძიებები, რასაც ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები. თქვენ ასევე მოისმინეთ პრემიერ-მინისტრის მოწოდება ყველას მიმართ, რომ თუკი არსებობს რაიმე მსგავსი ეჭვები, ყველა იყოს გახსნილი, ხედავთ რომ რეაგირება არ აყოვნებს. „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე ის არის, რომ ეს არის ერთად შეკრული გუნდი და ეს გუნდი არის, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს და უძღვება ქვეყანას. პარტია, რომელსაც საპატიო თავმჯდომარედ ჰყავს ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნება“ ყველა ჯერზე ზუსტად ამას ადასტურებს, მთავარი ღირებულება, რაზეც დგას არის ეროვნული ინტერესები, ჩვენი სახელმწიფოს განვითარება. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ეროვნული ინტერესების განხორციელებას, ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას, ყველა ასეთი საკითხი როცა ვლინდება, ამაზე უპირველეს ყოვლისა თავად „ქართული ოცნება“ საუბრობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760945671

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ევროკავშირი აფინანსებს

შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონ მარტა კოსის სახლთან, რომ მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი...

შალვა პაპუაშვილი

1760942729

მსოფლიო

ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში როდრიგო პაზმა გაიმარჯვა

ბოლივიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სენატორმა როდრიგო პაზ პერეირამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 54.5%-მა დაუწირა, მის ოპონენტს, კონსერვატორ ხორხე ქიროგას კი 45,5...

 როდრიგო პაზმა როდრიგო პაზმა

1760941460

საზოგადოება

სოზარ სუბარი: სცადოს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და თეთრ სახლთან ან კონგრესთან ყოველდღე გადაკეტოს ქუჩა - ნახავენ, რას მოიმოქმედებს აშშ-ის ხელისუფლება და იქაური პოლიცია

თეთრ სახლთან არის პენსილვანიის ავენიუ - სცადონ აბა და ყოველდღე, რამდენიმე საათით, ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეულმა კაცმა გადაკეტოს ხოლმე ეს ქუჩა; ან, მაგალითად, ვაშინგტონში, კონგრესის გვერდით...

სოზარ სუბარი

1760939215

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში

20 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +15 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება,...

ამინდი პროგნოზი

1760938329

საზოგადოება

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთ...

 ნარკოდანაშაული ნარკოდანაშაული