პრემიერ-მინისტრი გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს - ალექსანდრე კარტოზიას და რუსლან აბაშიძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე იყო მკვლევარი და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო უწყებაში 1996 წლიდან მუშაობს. 2009-2013 წლებში ის იყო ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2013 -2015 წლებში – საგანგებო დავალებათა ელჩი.
სხვადასხვა წლებში ის იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობებს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1760945671
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ქალბატონ კოსს დღემდე არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ევროკავშირი აფინანსებს
შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონ მარტა კოსის სახლთან, რომ მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს. მისთვის ქართველი...
1760942729
მსოფლიობოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში როდრიგო პაზმა გაიმარჯვა
ბოლივიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სენატორმა როდრიგო პაზ პერეირამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მას მხარი ამომრჩეველთა 54.5%-მა დაუწირა, მის ოპონენტს, კონსერვატორ ხორხე ქიროგას კი 45,5...
1760941460
საზოგადოებასოზარ სუბარი: სცადოს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და თეთრ სახლთან ან კონგრესთან ყოველდღე გადაკეტოს ქუჩა - ნახავენ, რას მოიმოქმედებს აშშ-ის ხელისუფლება და იქაური პოლიცია
თეთრ სახლთან არის პენსილვანიის ავენიუ - სცადონ აბა და ყოველდღე, რამდენიმე საათით, ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეულმა კაცმა გადაკეტოს ხოლმე ეს ქუჩა; ან, მაგალითად, ვაშინგტონში, კონგრესის გვერდით...
1760939215
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში
20 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +15 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება,...
1760938329
საზოგადოებაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთ...