ცესკო: გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით
26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა, ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
კომისიის განცხადებით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა „გაყალბების“ ბრალდებებს.
„საზოგადოებას გვინდა, შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც
უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი,
მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.
ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას - საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემის პროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას.
შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა. ასეთ პირობებში „არსებით დარღვევებზე“ საუბარი თავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავს არჩევნების სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.
ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.
ამრიგად, ნათელია, რომ „გაყალბების“ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების - გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ, თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, რეალურად დაენახა, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები - გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1761642934
საზოგადოებამაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყი...
1761641113
საზოგადოებაბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ
აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუკზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შ...
1761640303
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომ...
1761640266
საზოგადოებადოროთე ყურაშვილი: გოგა ხაინდრავა საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი
ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმ...
1761640232
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურ...


























