ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი. შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 13 ცხოველის საკვების საწარმო და 233 პირველადი წარმოების ობიექტი - ფერმა.

ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით, აღებულია 95 ნიმუში. არც ერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა. ამასთან, 2025 წლიდან, კონტროლის სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა აფლატოქსინი B1-ის კვლევა, რომლის ფარგლებში აღებული 60 ნიმუშიდან 1 დარღვევა გამოვლინდა.

„ცხოველის საკვების უვნებლობა მთლიანი ჯაჭვის საწყის რგოლია და განსაზღვრავს როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ტოქსინებით და სხვადასხვა ნარჩენით დაბინძურებული საკვები საბოლოოდ აისახება იმ ნაწარმში, რომელსაც ცხოველისგან ვიღებთ, იქნება ეს რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა. შესაბამისად, ცხოველების საკვების უვნებლობის მიმართულებით სააგენტო სისტემატურ კონტროლს აგრძელებს“, - განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენელმა თეა ოშხერელმა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოების პროცესის გამჭვირვალობის და რისკების ეფექტიან მართვის მიზნით, ცხოველის საკვების საწარმოებში მიმდინარეობს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა. 2025 წელს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი 5 საწარმოში ჩატარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762591079

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. პროკურატურის განმა...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

1762590554

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით რუსთავში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ

რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მესხიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავ...

ნინო ლაცაბიძე

1762587767

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთ...

ირაკლი კობახიძე

1762586421

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის

„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...

ირაკლი კობახიძე /

1762585960

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვ...

ირაკლი კობახიძე