ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Tal-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ჩინეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის.
„ჩვენ ვცდილობთ, დამთვალიერებელს ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ცნობილია სხვადასხვა სახის პროდუქციით და მათ შორის ღვინო ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში და გვიხარია, რომ ღვინის ექსპორტი ჩინეთშიც იზრდება. საქართველო ღვინის აკვანია. პირველად, ღვინო საქართველოში 8000 წლის წინ დაამზადეს. ასე რომ, დამთვალიერებელს საქართველოს ამ სიამაყეს წარმოვუდგენთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ულამაზესი ლანდშაფტებითა და ბუნებით. გვიხარია, რომ ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში იზრდება. ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის. ვფიქრობთ, მეტი პირდაპირი ფრენა უკეთესად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის ურთიერთობებს. ასე რომ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება მაჩვენებლები ყველა სხვადასხვა სფეროში, როდესაც საქმე იმპორტსა და ექსპორტს ეხება. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა, ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც გამოვიყენოთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
1762586421
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...
1762584378
ახალი ამბები8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია
8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება. N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზი...
1762582616
საზოგადოებაოპოზიციის აქტივისტი ელენე დევიძე თელავში გამართულ პროტესტზე: წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა
თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პო...
1762582134
ახალი ამბები8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარ...
1762548825
ახალი ამბებიGWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
GWP-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/8/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შე...


























