ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის.
„ჩვენ დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ის ასევე მოიცავს სოციალურ სფეროებსა და სოციალურ რეფორმებს. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტი წარედგინება საქართველოს საზოგადოებას და ვფიქრობ, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის. სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული როლის გაძლიერება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს საქართველოს ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს სხვადასხვა სექტორი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ეკონომიკური პროგრესისთვის. განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ინვესტიციები განხორციელდება, რადგან ვფიქრობთ, რომ განათლებულ თაობებს შეუძლიათ, საუკეთესოდ შეუწყონ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
1762585960
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვ...
1762584378
ახალი ამბები8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია
8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება. N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზი...
1762582616
საზოგადოებაოპოზიციის აქტივისტი ელენე დევიძე თელავში გამართულ პროტესტზე: წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა
თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პო...
1762582134
ახალი ამბები8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარ...
1762548825
ახალი ამბებიGWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
GWP-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/8/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შე...


























