ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ
„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან.
„2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არსებითად წინ წავწიეთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან და ციფრები შთამბეჭდავია, ზრდა არის მართლაც თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. ჩვენ გვსურს ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ხოლო წელს, თუ პირველ სამ კვარტალს ავიღებთ, 7.7%-ია. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვვითარდებით და ამ სწრაფი განვითარებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ. არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა. საქართველო ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. ჩვენ ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
1762586421
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...
1762584378
ახალი ამბები8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია
8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება. N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზი...
1762582616
საზოგადოებაოპოზიციის აქტივისტი ელენე დევიძე თელავში გამართულ პროტესტზე: წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა
თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პო...
1762582134
ახალი ამბები8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარ...
1762548825
ახალი ამბებიGWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
GWP-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/8/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შე...



























