მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
პროკურატურის განმარტებით, გირაო უზრუნველყოფს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის ფორმალურ საფუძვლებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ „ლელოს“ ლიდერების უფლებადამცველები, ისინი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
ამავე სხდომაზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის წინა სასამართლო სხდომის თარიღზეც იმსჯელა და სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე დანიშნა.
საქართველოს პროკურატურაში 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
1762587767
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ
„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთ...
1762586421
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...
1762585960
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვ...
1762584378
ახალი ამბები8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია
8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება. N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზი...
1762582616
საზოგადოებაოპოზიციის აქტივისტი ელენე დევიძე თელავში გამართულ პროტესტზე: წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა
თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პო...


























