„ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს“ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმები საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ.
სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება.
ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები.პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს.
არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა.
მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო.
თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო. აი ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს.
ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა. ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემი საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
ეს ნიშნავს, რომ "მთავრობამ" იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა და კვალი წაშალა. არაუშავს, მაინც არაფერი დაიმალება!მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცველების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნოთ.
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს.“, - წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
დღის სხვა ამბები:
🔵 ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































