ვარკეთილის III მასივის მე-10 კვარტალში 4-სართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი შენდება
თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის ჩანაცვლებას იწყებს, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რის შემდეგაც ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლება გახლავთ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას, რადგან დღეს, თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი გამგეობების თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებიც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ. ვუკეთებთ კონკრეტულ შეთავაზებას, რომ მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით მოვახდინოთ ასეთი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და მათ ახალ კორპუსებში გადავცეთ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობას არასდროს გაუწყვეტია კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მაშინ, როდესაც ოპოზიციას ეს თემა მხოლოდ არჩევნების წინ, სპეკულაციის მიზნით ახსენდება.
„ოპოზიციას მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება ასეთი შენობა-ნაგებობები, იქ მცხოვრები ოჯახები და ყოველთვის მიმართავენ სპეკულაციებსა და სიცრუეს, თითქოს აღნიშნული თემა არ გვაინტერესებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირიქით, ძალიან ბევრს აკეთებს მუნიციპალიტეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და მის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია სამგორის რაიონი.
აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.
1761642934
საზოგადოებამაია ომიაძე: საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენი პროგნოზი სრულად მართლდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლის პირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლის დასაწყი...
1761641113
საზოგადოებაბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ
აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუკზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შ...
1761640303
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომ...
1761640266
საზოგადოებადოროთე ყურაშვილი: გოგა ხაინდრავა საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი
ხაინდრავა, სისხლში გასვლილი კაცი, ჩემზე როგორ უნდა ამბობდეს ეს მღვდელი როგორ უნდა იყოსო. ეგ საერთოდ როგორ უნდა საუბრობდეს, ის უკვე ციხეში უნდა იყოს ჩამპალი, - განაცხადა არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმ...
1761640232
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურ...


























