ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან
შობის დღესასწაულს, ისევე როგორც მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი ნაწილი, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ჩვენ ფლორენციაში არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ-მართლმადიდებლურ ტაძარში აღვლენილ საშობაო წირვას დავესწარით და გვინდა იქ მიღებული ემოციები, შეძლებისდაგვარად თქვენც გაგიზიაროთ.
ფლორენციაში ქართული სამრევლო 2011 წლის იანვრის თვეში დაარსდა, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მონდომებითა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევით. სამრევლოს დაარსების დღიდან არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე უძღვება.
ტაძრის დაარსებიდან, სულ ცოტა ხანში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში დაარსდა ტაძართან არსებული ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნანილა“, რომლის მგალობელთა გუნდის საგალობლებიც გესმით სიუჟეტში.
ტაძარში მუდმივად, წესისამებრ აღევლინება წირვა-ლოცვა, მაგრამ დიდ დღესასწაულებზე აქ განსაკუთრებული ზეიმია. წელსაც, შობის წირვას, რომელიც ღამისთევით ჩატარდა, იტალიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ და ჰქონდათ ბედნიერება, საშობაო წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინათ.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

























