ზუგდიდში სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი "პერსონა მედი" გაიხსნა, სადაც სოციალურად დაუცველებს პერიოდულად უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ
ზუგდიდში, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი "პერსონა მედი" გაიხსნა, რომელშიც სოციალურად დაუცველი ადამიანები პერიოდულად უფასოდ ჩაიტარებს გამოკვლევებს.
როგორც "პერსონა მედის" დამფუძნებელი, ექიმ ენდოკრინოლოგი ნანა შენგელია აცხადებს, კლინიკა რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის კვლევებსა და მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს შესთავაზებს.
ნანა შენგელიას თქმით, რაც შეეხება მნიშვნელოვან სიახლეს "პერსონა მედში" რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს პერიოდულად, უფასოდ ჩაუტარდებათ კვლევები და სამედიცინო კონსულტაციები.
"შევეცადე ერთ სივრცეში შემექმნა კომფორტული გარემო, სადაც პაციენტი შეძლებს მიიღოს ამბულატორიაზე გათვლილი ყველა მომსახურება.
გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს ჩაუტარდება უფასო კვლევები და კონსულტაციები.
ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ჩემი ყოველდღიურობა აქამდეც ყოველთვის ითვალისწინებდა ამას, თუმცა ამჯერად მეტი შესაძლებლობა მეძლევა სიკეთის კეთების, იმ ადამიანების მომსახურების, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება ექიმების მხრიდან", - განაცხადა კლინიკა "პერსონა მედის" დამფუძნებელმა ნანა შენგელიამ.
ახალი კლინიკა ამბულატორიულ სექტორზეა გათვლილი და უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.



1765123695
მსოფლიომედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...
1765121147
საზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...
1765117473
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია
საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...
1765116966
ახალი ამბებივითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული
გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...
1765112434
საზოგადოებაკალაძე BBC-ის რეპორტაჟზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით აზიანებს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე - არ...


























