"300 000 დევნილი გვყავს საკუთარ მიწაზე და დღემდე, რუსის ტანკის ლულა შუბლში გვაქვს დამიზნებული - 4 ქართველი უკვე შეეწირა უკრაინის დაცვას... კიდევ რა არ მოგწონთ? რა დაგაკელით?"
ადვოკატი მაიკო ელოშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის კონენტარს ეხმაურება, თითქოს საქართველო უკრაინასთან მიმართებით არასწორად იქცევა.
"ბატონო დანილოვ, ბარემ დეტალური გეგმაც გაგვიწერეთ, რომელ რიცხვებში გინდათ რომ რუსებს "რაღაც სხვაც ჰქონდეთ გასაკეთებელი"?
რა რაოდენობის ქართველი ქალებისა და ბავშვების მსხვერპლი იქნება თქვენი დახმარება? ან, კიდევ რამდენი ქართული ქალაქი და სოფელი გავასწორებინოთ რუსეთს მიწასთან?
30 წელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს სისხლი სდის. საჯიშე ბიჭები შევწირეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
300 000 დევნილი გვყავს საკუთარ მიწაზე და დღემდე, რუსის ტანკის ლულა შუბლში გვაქვს დამიზნებული.
საქართველოს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. დღემდე გვაჭრიან ქართულ მიწას და გვიკლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.
ამ პირობებში, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, ყველაფერი გაიღო თქვენს მხარდასაჭერად და დასახმარებლად.
4 ქართველი უკვე შეეწირა უკრაინის დაცვას...
კიდევ რა არ მოგწონთ? რა დაგაკელით? გვითხარით, არ მოგერიდოთ...
ოღონდ 44 მილიონიანი უკრაინა გადავარჩინოთ და ჩვენ სულ გავწყდებით 3,5 მილიონიანი საქართველო, არ არის პრობლემა...
თქვენს "მრჩეველ" ნაცკრიმინალებს თბილი სავარძლები და მსუყე ლუკმა არ მოაკლოთ, ბატონო დანილოვ.
მოკითხვა უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისგან...
ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა - უკრაინელ ხალხს!
"საქართველო, სწორად არ იქცევა...დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, - აღნიშნა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დანილოვმა", - წერს ელოშვილი.
სხვა სიახლეები:
🔲 „ნუ ავყვებით პროვოკაციებს“ - ღარიბაშვილი საწვავის ფასის ზრდაზე
1791482819
ახალი ამბებიკახა კალაძე – ვფიქრობ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია 21 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე უბანი, რომელიც დედაქალაქის ურბანულ ცხოვრებას სულ სხვა მასშტაბს შესძენს
დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება. პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირ...
1791480243
ახალი ამბებითბილისის მერი „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისში „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება. პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
1791479638
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვი...
1791478741
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი
„დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა - ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს...
1791478601
ახალი ამბები166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება 155-ე საჯარო სკოლაში შეუძლიათ, პარალელურად გამოცხადებულია ბაზრის კვლევა ალტერნატიული ფართის მოძიების მიზნით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 166-ე საჯარო სკოლის მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მოსწავლეებისთვის სასწავლო...





























