"აღარ იყიდოთ რუსული ან სხვა შვრიის ფანტელი, როგორღაც ისე მოხდა, რომ რუსული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და ჯანმრთელობის საკითხები გადაიკვეთა" - ილია ღლონტი
"როგორღაც ისე მოხდა, რომ რუსული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და ჯანმრთელობის საკითხები გადაიკვეთა", - ამის შესახებ "რესტო"-ს დამფუძნებელი ილია ღლონტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს.
"სავარაუდოდ, ძალიან მალე ეს შვრიის ფანტელი აღარ შემოვა ბაზარზე, რომელიც ბევრად იაფი ღირს, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
ამაზე ჩემი ფრენდების ნაწილი და სხვადასხვა ჯგუფის წევრები ძალიან ღელავენ, რადგან ჯანსაღი საუზმის ალტერნატივა ამ ფასში არაა დიდად არაფერი.
ხო და მინდა დაგამშვიდოთ, ეს არაა ჯანსაღი საუზმე, შემდეგი მიზეზების გამო:
შვრიის ფანტელის გლიკემიური ინდექსი არის ძალიან მაღალი - 83.
ეს გაცილებით მეტია ვიდრე შესქელებულ რძეში (სგუშონში) , შაქარში, საშუალო სტატისტიკურ ტკბილეულში. შესაბამისად, ინსულინის ამდენი გამოყოფა დილიდან (საღამოსაც ცუდია) ქმნის ინსულინის ე.წ. პიკებს (ნახტომებს), რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ რამდენიმე ფუნდამენტალურ პრობლემასთან:
ინსულინის პიკები დროთა განმავლობაში იწვევს ინსულინ რეზისტენტულობისა და შემდეგ უკვე დიაბეტი ტიპი 2-ს განვითარებას.
დილიდან მაღლა აწეული ინსულინის შემდეგ ტვინს მალევე მოშივდება, რადგან ინსულინის მაღალი დონის დალაგების შემდეგ (ანუ დაწევის შემდეგ), ტვინს უჩნდება განცდა, რომ შია. ეს ბიოლოგიური მექანიზმი დევს ჩვენში და შესაბამისად, შეამჩნევდით კიდევაც, ვინც დილაობით მიირთმევთ ამ საკვებს, რომ მალევე გშივდებათ
თუ დილით შვრიას მიიღებთ და შემდეგ გაქვთ არააქტიური (ოფისის) სამუშაო, მთელი თქვენი საუზმე დაგიგრობდებათ ცხიმში, რადგან შვრია არის ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტი.
და ბონუსად:
შვრიის ხშირი მიღება ანელებს კალციუმის ათვისებას ორგანიზმში, რის შედეგადაც სუსტდება ძვლები.
ხო, პლიუსიც აქვს ორი ცალი:
1. გემრიელია! ბევრს მოსწონს როგორც ვიცი, მაგრამ ნაპოლეონიც გემრიელია და ეგეც ჯანსაღია ამ ლოგიკით
2. კუჭი კარგად ითვისებსო. კი, ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო ეს ეფექტი აქვს, მაგრამ მაღალბოჭკოვანი სხვა პროფუქტები არსებობს ნამდვილად ჯანსაღი (ჩიას და სელის მარცვლები, ფსილიუმი,ბოსტნეული ბოლო ბოლო, თხილეული)
აღარ იყიდოთ რუსული (ან სხვა) შვრიის ფანტელი", - წერს ღლონტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 თბილისში რუსეთის მოქალაქეებმა, ალექსეი ნავალნის მხახრდასაჭერად, სოლიდარობის აქცია გამართეს
🔲 ტრაგედია ათონის მთაზე - ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
🔲 „ჩვენს ქუჩაზე ლტოლვილები მოვიდნენ“ - იტალიაში მცხოვრები, ქართველი პროფესორის სულის შემძვრელი წერილი
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































