ახლა კი ვარ ფრანკფურტის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერი", მაგრამ არასდროს დამავიწყდება როგორ შემიგროვებია ჯართი ბებოსთან ერთად, როგორ მიზიდია მასთან ერთად ტყიდან შეშა, როგორ ვყოფილვარ ზოგჯერ მშიერი - ემიგრანტი გერმანიიდან
გერმანიაში, ემიგრაციაში წასული ქართველი ჟურნალისტი, სოფო კორტავა, უცხო ქვეყანაში მიღწეულ წარმატებაზე, ერთ-ერთ წინა სტატიაში exclusivetv-ს უკვე ესაუბრა.
სოფომ, განათლება გერმანიაში მიიღო და ახლა წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში საქმიანობას, უკვე საკუთარი პროფესიით.
"ტურიზმი, გერმანულ ბაზარზე ის მიმართულებაა, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითქმის ყველა დეტალს და რიგი საკითხები ამ მხრივ, განათლების მიღების დროს იმდენად გაწელილი და გაზვიადებული მეჩვენებოდა, რომ სწვალის პროცესში ურთულეს გამოწვევად მიმაჩნდა...
ჩემი ევროპული, პროფესიული განათლება სასტუმროს სფეროს ეხება და სამწლიანმა გზამ, რომელიც ბლოკებად იყო დაყოფილი (ორი კვირა პრაქტიკა და ერთი კვირა თეორია) მაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში მომსახურების სფერო უმაღლეს დონეზეა. კვების ანალიტიკა - საგანი რომელიც ჩემთვის ჯოჯოხეთის გზასთან ასოცირდება (ენიდან გამომდინარე), სხვადასხვა კატეგორიად იყო დაყოფილი: მახსენდება ალერგიიის თემა, რომელსაც თითქმის ერთი კვირა გავდიოდი, ქვეყანა და ყველა დამსაქმებელი ორგანიზაცია მკაცრად იცავს დაწესებულ სტანდარტებსა და კანონებს ამიტომ სწავლის პროცესში დიდი დრო ეთმობა ამ თემას, უმაღლეს დონეზე მოწმდება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ნორმები, თუმცა რა გასაკვირია ბიუროკრატიული ქვეყანა, "დალაგებული ქვეყნის " სტატუსით მოწინავეა....
პროფესიული განათლება ქვეყანაში წამყვანს არა მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, წარმოიდგინეთ ის რაც აქ ხდება: სწავლობ და კომპანია ამაში გიხდის ანაზღაურებას, ნუ რა თქმა უნდა მუშაობ მასთან, "გიყენებს" ასე ვთქვათ უხეშად , მაგრამ მაინც ხომ შენ რჩები მოგებული: ჯიბეში დიპლომითა და საარსებო პირობებით. (გვინდა თუ არ გვინდა დღეს მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, გასტრონომიის სფეროში კი ხელფასები აქ ვფიქრობ, ნორმალურია).
მხოლოდ ეს მიმართულება, რომ გვქონდეს საქართველოში ისე როგორც აქ არის , რამდენი ახალგაზრდა არ გაექცეოდა არსებულ მდგომარეობას და ქვეყანა შეინარჩუნებდა "თავის შვილებს".
არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ ბოლო დროს საქართველოს ყველა ტოვებს და ვინც დატოვა იმას სურვილიც კი არ აქვს უკან დაბრუნდეს, მეტყობა? ახლა მე რამე, დაბრუნება რომ მინდა, არადა მართლა ვდარდობ ამ თემაზე, არსებული მდგომარეობა აჩენს შიშს, რომ თავს ვერ გაიტან ვერც შენი ევროპული განათლებითა და უკვე ვხედავ ვერც "ფულიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილით ", ფაქტიურად ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული.
ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე ჩემს ქალაქში და სხვაგანაც დიდი სანაცნობო წრე მყავს, დედას გეფიცებით დღე არ გავა ისე მესიჯი არ მივიღო:"სოფო, როგორ წავიდე აქედან"? თავისუფალ დროს ვმოგზაურობ ბევრს და ყველგან სადაც ვყოფილვარ ქართული საუბარი მესმის, გავიქეცით ყველანი თითქოს ...
გერმანული დიპლომი ერთი თვის წინ ავიღე და ქვეყანამ ერთი წლით გამიხანგრძლივა აქ ცხოვრების დრო, ერთი წლის შემდეგ ისევ ერთ წლიანი ვიზა მექნება და აი შემდეგ კი უნდა გადავწყვიტო მოქალაქეობა მინდა თუ უბრალოდ მუდმივი ცხოვრების უფლება, მწარე არჩევანი, რომლის წინაშეც რამდენი ახალგაზრდა დგას, ალბათ, და ხვდებით ჩემს გარეშეც, რას აირჩევს ასეთ დროს ნორმალური ადამიანი - ზოგმა უბრალოდ გადალახოს საზღვარი და არც კი უნდა მოქალაქეობა...
ახლობელი მწერს ხოლმე მოკითხვის დროს სულ ხუმრობით, " ჩამოდი და გათხოვდი" - ო შენს ქალაქში და მეც არ ვაკლებ, "დარჩა ვინმე? "- თქოს თქმას 🙂
გასტრონომიის სფეროში გერმანია მოიკოჭლებს, არავის უნდა მუშაობა ამ მხრივ, ურთულესი სფეროა, რვა საათიანი მუშაობითა და თითქმის სულ ფეხზე დგომით, განსაკუთრებით გამოვირჩევით ქართველები ამ მიმართულებით შრომისმოყვარეობაში, ჩვენ ოღონდ სამუშაო მოგვცა და არ ვთაკილობთ და არიან ისეთები, რომლებიც თავს არიდებენ ასეთ სამსახურებში მუშაობას...
რამ უნდა შემაშინოს, ფუტკარივით დავქრივარ სასტუმროში, ვიცი არ ვიცი მაინც ვაკეთებ 🙂 მესმის არ მესმის, მაინც ვიგებ და გამომდის, არის ჩემი საქმე, არ არის ჩემი საქმე, მაინც ვძვრები, მოკლედ მოტივაციას და სურვილს დიდი მნიშნელობა აქვს... ორი ვართ ქართველი ჩემს სასტუმროში და ორივეს "სახელი გვაქვს გატეხილი", ყველაზე საქმიანების ტიტულით...
ახლა კი ვდგავარ (წამისვია წითელი პომადა 🙂 ) ევროპის შუაგულიდან, გერმანიიდან, ფინანსური ცენტრის ქალაქიდან, ფრანკფურტის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერის" პოზიციით მაგრამ, არასდროს არ დამავიწყდება როგორ შემიგროვებია ჯართი ბებოსთან ერთად, როგორ მიზიდია მასთან ერთად ტყიდან შეშა, როგორ ვყოფილვარ ზოგჯერ მშიერი, ნათხოვარი ტანსაცმლითა და ა. შ...
ასე, რომ არ დაყაროთ ფარ-ხმალი არასდროს, იბრძოლეთ, ძალა იპოვეთ, საკუთარ თავში დამალული ძალა და როგორც ვიცი ხოლმე, ჩემი საყვარელი რჩევა ყველას: "არაფერზე არ იფიქროთ, უბრალოდ გადახტით "...",-წერს, ემიგრანტი ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1790491281
მსოფლიოპარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. როგორც მედია წერს, პაპის გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ადგილზე ნახვას ვ...
1790488962
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...
1790455978
საზოგადოებასოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე...
1790454537
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის,...
1790454065
საზოგადოებასოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველო...




























