მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, 8 წლის დათისთვის გერმანელები და ამერიკელები პროთეზების შექმნას ცდილობენ
დათისთვის გერმანელები და ამერიკელები პროთეზების შექმნას ცდილობენ. მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა. შარტავაზე მძიმედ დაშავებული დათი ქოქრაშვილის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი შვილის ზოგადი მდგომარეობისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გერმანიიდან ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს:
„აქ გადმოფრენა ძალიან გაგვიჭირდა. ორი ვარიანტი გვქონდა, ან ამერიკაში წასვლა, ან გერმანიაში. ორივე ქვეყანაში პროთეზების კომპანიას ველაპარაკებოდით. ერთ-ერთი კომუნიკაციის დროს გერმანელებმა გამოთქვეს აზრი, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი, პროთეზები და საავადმყოფო ერთობლივად იმუშავებდნენ და ალბათ რამეს მიაღწევდნენ. არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და რადგან პირველი შემთხვევაა, ეცდებიან, რაღაც ახალი შექმნან. ასე მოვხვდით სარეაბილიტაციო ცენტრში. ჯერჯერობით კი ისევ ისე ვართ, ბევრი პრობლემის წინაშე. უფლის წყალობით, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.
დაჯდომა ისევ უჭირს, 20 წუთით ჯდება და მერე ტკივილები ეწყება. გერმანელები ცდილობენ, შექმნან დასაჯდომი ყალიბი, მაგრამ არ ვიცით, რა და როგორ იქნება. ნიუ იორკში მეხუთე ავენიუზე არის პროთეზების ერთ-ერთი საუკეთესო შემქმნელი. გვითხრეს, რომ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, მაგრამ ეცდებიან, რაღაც მოიფიქრონ. ასევე პლასტიკური ოპერაციებია გასაკეთებელი და ა.შ. კანი გადაუნერგეს, მაგრამ მთლიანად დახურული არ არის და ღია ჭრილობებს ისევ ვიმუშავებთ“.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...
1794404929
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს
„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1794403572
საზოგადოებაპაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება
სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...




























