"ამ წუთისთვის რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი სარაკეტო ძალები, რომ აქ ისროლოს, თუმცა მე მაინც ლუგარის ლაბორატორიაში 2-კვირიან შვებულებას გამოვაცხადებდი" - უჩა აბაშიძე რუსეთის მუქარაზე

პროგრამისტი უჩა აბაშიძე რუსი ექსპერტის განცხადებას, „თუ საქართველო უარს იტყვის „ლუგარის“ ტერიტორიაზე რუსი ინსპექტორების შეშვებაზე, რუსეთს აქვს სრული უფლება, მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ - ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ლუგარის ლაბორატორიის დაბომბვის მუქარაზე:

1. მუქარა მოდის პრინციპში "ჟირიკას დონის" ცირკაჩისგან

2. ჟირიკა რასაც ამბობდა ნახევარი რომ ეგრეც ახდა ცალკე თემაა

3. ამ წუთისთვის რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი სარაკეტო ძალები, რომ აქ ისროლოს

4. მართლა 2 რაკეტის გასროლას შეძლებენ თუ მაინცდამაინც დასჭირდათ

5. 2 რაკეტა უნდა შეძლოს ჩამოაგდოს ჩვენმა ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვამ (თუ ჭკუა აქვთ და "მესიჯი" თუ გაიგეს და თუ დადგებიან სწორ პოზიციებზე)

6. ამიტომ უნდა მასირებული და სრულმასშტაბიანი იერიში მოიტანონ მთელი ქვეყნის ჯარზე, რისი ტრაკიც ამ ეტაპზე არ აქვთ

ამიტომ რუსი გიჟების "ევროპის დაპყრობის რუკებს" ნუ უყურებთ

ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ყველას დასაშინებლად და პრორუსული ალტი-ინფოების გასაძლიერებლად(ჩვენი შიშის ხარჯზე)

მე მაინც ლუგარის ლაბორატორიაში 2-კვირიან შვებულებას გამოვაცხადებდი, გიჟი რუსებისას რას გაიგებ...

საჰაერო თავდაცვას სრულ მზად ყოფნაში მოვიყვანდი და ლაბორატორიის დასაცავ პოზიციებზე შევივყანდი 1-2-ს
და ზოგადად გავაკეთებდი მთავრობის დონეზე კომენტარს, ნოტას და ამერიკის საელჩოს ინფორმირებას - რომ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მუქარა და სად ვარკვიოთ ახლა ჩვენ რანაირი ცირკაჩია კონკრეტულად ის ვინ დაგვემუქრა-თქო.

საქართველოს მთავრობავ, დააკავეთ რუსი აგენტები", - წერს უჩა აბაშიძე.

ამავე თემაზე:

🔵 "ამ მუქარის საფუძველი არ გააჩნიათ, მილიონჯერ არიან ნამყოფი ლუგარში" - ნათია ფანჯიკიძე რუსი ექსპერტის მუქარაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი