„არ მინდა იმ სამყაროში ცხოვრება, რომელსაც გველეშაპივით აზის პუტინი! ორი შვილი მყავს და არ მინდა ისინი, პუტინის ან მის შემდეგ მოსული აგრესორის მსხვერპლი იყოს!“ - თიკა ჩილაჩავა

ფოთის #5 სკოლის რუსული ენის, სერტიფიცირებული პედაგოგი თიკა ჩილაჩავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„ორი დღეა ვფიქრობ, რა დავწერო და როგორ ამოვთქვა სათქმელი, რომელიც სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას - პუტინს და მის მთავრობას უკავშირდება...

მე, გაბრაზებული ვარ!

მე, შეშინებული ვარ, რადგან ორი შვილი მყავს და არ მინდა ისინი, პუტინის ან მის შემდეგ მოსული აგრესორის მსხვერპლი იყოს!

მე, არ მინდა იგივე გავიარო, რაც უკვე გავიარე 2008 წელს, როდესაც ჩემს ქალაქში ნახევარ ტონიანი ბომბები ცვიოდა, ახალგაზრდებს ხოცავდნენ, უმწეოდ ვეძებდით თავშესაფარს...

მე, ვერასდროს ვერ მოვახერხე გაბრაზების დამალვა, როცა საქმე ეხება გიორგი ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს, არჩილ ტატუნაშვილს... საქართველოს ომებში დაღუპულებს, რომელთა სიკვდილი პუტინის ხელდასმით მოხდა!

მე, ამაყი ვარ, რადგან ვხედავ რაც ახლა ხდება უკრაინაში!

მე, შეყვარებული ვარ უკრაინელ ხალხზე! მათ, უკვე მოიგეს ეს ომი! ომის დაწყებამდე მოიგეს...

მე, არ მტოვებს უხერხულობის განცდა, როცა ჩემს მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს ვუტარებ, მაგრამ სიხარულის ცრემლები მცვიოდა, როცა რუსეთის ღირსეული მოქალაქეები პუტინისადმი პროტესტის გამო პასპორტებს წვავდნენ. აგერ ახლა, ორი დღის წინ!

მე, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც რუსულის სწავლებასთან დაკავშირებით პროტესტი უჩნდება, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ ქვეყნის დროშის, ტანკებისა და ჩექმის ქვეშ ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

მაგრამ ბანალურად განვმეორდები, ვთვლი, რომ მტრის ენა უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ უნდა ვებრძოლოთ იმ ზღვა დეზინფორმაციას, რომელიც არანაკლებ საშიშია, ვიდრე რუსული ავტომატი!

წარმოიდგინეთ, როგორ შევაფასებდით ათწლეულების შემდეგ, გერმანული ენის აკრძალვას, მიუხედავად იმისა, რომ 20-ე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტება - ჰიტლერი, ამ ენაზე მეტყველებდა, გერმანულად გასცემდა მილიონობით ადამიანის განადგურების ბრძანებას.

როცა ფაშისტების განკითხვის დრო დადგა, ნიურნბერგის პროცესზე გერმანული ენა კი არა, გერმანელი ფაშისტები და მათი მოკავშირეები გაასამართლეს.

თავს არ ვიმართლებ, ამისთვის არგუმენტებს არ ვეძებ.

ახლა, ყველანი უკრაინელების გამარჯვებისთვის ვლოცულობთ!

ახლა, ჩვენი თვითმყოფადობა, ამ ქვეყნის ერთიან საზღვრებში უნდა მოვიაზროთ!

არ მინდა იმ სამყაროში ცხოვრება, რომელსაც გველეშაპივით აზის პუტინი!

ის უკვე დამარცხდა, გაცამტვერდა, მალე ჩაინავლება!

მიყვარს და ვეთაყვანები გმირ უკრაინელ ერს!

დიდება უკრაინას!

გმირებს დიდება!“, - წერს თიკა ჩილაჩავა.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ვფიქრობ, უკრაინამ ომი მოიგო, იმიტომ რომ როცა ომი დაიწყო რუსები ბანკომატებს მიაწყდნენ, უკრაინელები კი - კომისარიატებს“

🔵 „44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს  1 მტერს ებრძვის“ - ქეთი ქარდავა

🔵 „ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა, მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“ - ნათია ფანჯიკიძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1791570692

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...

ლევან მაჭავარიანი

1791569517

ახალი ამბები

ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...

ილია სულამანიძე

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი