„44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს  1 მტერს ებრძვის“ - ქეთი ქარდავა

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:

„44 წლის პრეზიდენტი ომშია. 44 მილიონიანი ქვეყნის 300 000 ათასამდე სამხედრო მსოფლიოს  1 მტერს ებრძვის. ზელენსკია მთავარსარდალი ომში, რომელმაც უკრაინასთან ერთად, მთელი ევროპის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

დაამხობს რუსეთი კიევში ხელისუფლებას?

დაბომბავს სამთავრობო კვარტალს?

მოკლავს ზელენსკის და მის გარემოცვას?

აიღებს უკრაინას?

ეს ჯოჯოხეთია და ყველას დამარცხებას ნიშნავს!!

ეს სიმართლეა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს არც ზელენსკია ომია და არც მარტო უკრაინის, მაგრამ 44 წლის პრეზიდენტი არმიასთან ერთად დღეს მრავალრიცხოვანი, ყველაზე დაუნდობელი, სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძვის.

ზელენსკის მისიაა უკრაინის მიწიდან რუსული ჩექმის ნაკვალევის გაქრობა და ამით პუტინის დასრულება.

ეს მარტივი არ არის,მაგრამ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ეს უნდა შეძლოს. ყველა უკრაინელი ხალხის ვალში ვიქნებით!!

დღეს ევროკავშირის სამიტს უკრაინის პრეზიდენტი კიევიდან ჩაერთო. ბოლო ფოტო გაპრეზიდენტების პერიოდშია გადაღებული. ზელენსკიმ უნდა გაუძლოს!

მე ზელენსკიზე წარსულში ლაპარაკი არ მინდა, რადგან ეს თავისუფლების იდეის დამარხვასთან შეგუებას ნიშნავს.

დიდება უკრაინას. დიდება თავისუფლებას, რომელიც ასეთი ძვირფასია და ყველაზე ძნელი შესანარჩუნებელი, როდესაც შენი მეზობელი პუტინია. წარმატება უკრაინის პრეზიდენტს!!“- წერს ქეთევან ქარდავა.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵 მტრის #1 სამიზნე ვარ, ვრჩები კიევში - უკრაინის პრეზიდენტი

🔵  კანადა კრემლს ახალ სანქციებს უწესებს - მძიმე ფასს გადავახდევინებთ რუსულ ელიტას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი

1791562924

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი

1791558292

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო

„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...

ლევან მაჭავარიანი