„ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ წარმომიდგენია შენს გარეშე“ - გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ცნობილი ბლოგერი გივიკო დიდია, რომელიც გურიის შესახებ სხვადასხვა სახის ვიდეოებს გვიზიარებს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თავის ბებიას უძღვნის.

„ნათი

იმაზე მეტად იღბლიანი ვარ ვიდრე მეგონა.
ბედნიერი ვარ,
ღმერთმა შენი თავი რომ მაჩუქა.
შეიძლება ჩემი ესმოდეთ,
ან არ ესმოდეთ.
შეიძლება ვუყვარდე,
ან არ ვუყვარდე, მაგრამ არის რაღაც ,
რაც სულში უნდა გქონდეს, ვერ ითამაშებ.
ჩემში ვერ ვატევ,
ამ გულწრფელ სიყვარულს შენდამი.
საოცარი შეგრძნებაა,
უამრავ იმედგაცრუებას გამოვლილს რომ გყავს ადამიანი, რომელსაც ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ და გულწრფელად იქნება შენს გვერდით,
არ იფიქრებს იმაზე , რაში გამოგიყენოს.
გასცემს, იმიტომ კი არა რომ ორმაგი მიიღოს, უბრალოდ უყვარხარ გულწრფელად, უპირობოდ.
მადლობა ნათ რომ მეიმედები.
მადლობა რომ ჩემს სისუსტეებს სიძლიერეებად გადააქცევ ხშირად.
მადლობა ასეთი სუფთა მეგობრობისთვის.
შენ ხარ ადამიანი,
ვისთან ერთადაც უბრალოდ, ჩუმად ჯდომაც კი მაბედნიერებს, რომელთანაც შემიძლია ბევრი ვიცინო და ვიწუწუნო კიდეც თუ მინდა.
ვიცი რომ ყველგან და ყოველთვის, ანგელოზის ფრთა მიფარავს რადგან შენ მყავხარ.
შენ ჩემი ნაწილი ხარ,
რომლის გარეშეც უფრო ნაკლები ვიქნებოდი ვიდრე ადამიანი.
ბევრი მეგობარი მყოლია,
ბევრი ურთიერთობა მინახავს, მაგრამ ღმერთმა იცის, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტია,
ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრობა.
ზღაპრული ამბავია .
ახლა ამას რომ გწერ,
ზუსტად ვიცი, არასოდეს მომინდება ამ სიტყვების უკან წაღება.
შენნაირ ადამიანებზე,
მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს და ფილმები მინახავს.
ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ წარმომიდგენია შენს გარეშე.
მინდა ისეთი ძლიერი ვიყო რომ
შენთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლოს.
ღმერთს ვთხოვ, არასოდეს მამყოფოს შენგან შორს და სანამ ცოცხალი ვარ ყოველთვის გეიმედებოდე.

ყველაზე ძვირფასი გოგო ხარ. არ მომერიდება, სიყვარულს საჯაროდ ყოველთვის აგიხსნი. გამოუხატავი გრძნობები მერეც მეყოფა.

ასეთი რამეები უბრალოდ არ ითქმება, უნდა იგრძნო და ბევრი წლის შემდეგ ალბათ, ვინმეს მოვუყვები ,
რას ნიშნავს იყო მეგობარი“, - წერს გივიკო დიდია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 44 წლის ქართველი კაცი ეძებს საცოლეს - "ვცხოვრობ პარიზში, ვარ ბინით და სამსახურით უზრუნველყოფილი სერიოზული ადამიანი"

🔵 რა გელოდება დღეს? - 11 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782496902

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება

2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782495430

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ

„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782494318

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი

1782492649

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას, ბოლოს გიორგი შარაშიძე მისი პორტრეტითაც გამოვიდა, ფურცელი, რომელიც ააფრიალა, გიორგი გახარიას ფოტოთი, არ ვიცი, რა ვალი აქვთ ამ ადამიანის ასეთი

„ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დღეს მომხ...

შალვა პაპუაშვილი

1782490212

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს - თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს

„მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. რო...

ირაკლი კობახიძე