ჩინელი მეზობლები მყავს, მესამე წელია აქ ცხოვრობენ სადღაც ახლოს... - რა მოხდა გარდენია შევარდნაძეში?

გარდენია-შევარდნაძის მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეზობლების შესახებ წერს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ.

„ჩინელი მეზობლები მყავს, მესამე წელია აქ ცხოვრობენ სადღაც ახლოს, სავაჭრო ცენტრში მუშაობენ ალბათ თბილისის ზღვაზე, არ ვიცი.

ჩვენთან ხშირად მოდიან, ყოველთვის ექვსნი, საღამოობით, კაფეში, ჩაის სვამენ, იცინიან, შეჰხარიან ერთმანეთს, ჩვენს მიმართაც კეთილგანწყობილები არიან და ერთმანეთის მიმართაც.

ჩვენს მენიუში წერია:

– შავი ჩაი გურიიდან ფინჯანი 3 ლ.

– შავი ჩაი გურიიდან ფინჯანი, სამოთხის ვაშლის მურაბით 5ლ.

დახლზე ასევე იყიდება 600 -გრამიანი ქილით სამოთხის ვაშლის მურაბა 8 ლარად, ვინიცობაა ვინმე გადაირიოს და თან წაღება მოინდომოს.

გუშინ საღამოსაც მობრძანდნენ ჩვენი სტუმრები, მოკრძალებული დაბალ ხმაზე სიცილ-კისკისით, ჩვენთვის გაუგებარ ენაზე ერთმანეთს შეხუმრებულები, ჩვენც შემოგვიღიმეს და შეუკვეთეს 6 ფინჯანი ჩაი მურაბის გარეშე. მერე ერთ-ერთმა მომცრომ, მთლად წვრილი თვალები რომ აქვს, იმან იყიდა ქილით მურაბა, გახსნა, დადგა შუა მაგიდაზე. ამასობაში ჩაიც ადუღდა… შემოუსხდნენ და ბოლომდე ამოჭამეს ქარვასავით ვაშლები, ყუნწებით ქილიდან, მიირთმევდნენ და გაუდიოდათ ჩვეული სიცილ-კისკისი.

გამარჯვებული სახით გადაგვიხადეს მოგვიანებით 18 ლარი და კიდევ უფრო აკისკისებულებმა გამოგვემშვიდობნენ მომავალ შეხვედრამდე…

აქამდე არავის მოუფიქრებია…

რაღაცნაირად საყვარლები არიან ეს ოხრები“, – წერს ზურა შევარდნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵გარდაიცვალა 1 წლის ბავშვი, რომელიც მამამ 31°C-იან სიცხეში, ავტომობილში 5 საათი დატოვა

🔵რა გელოდებათ დღეს? - 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵საქართველოში, დღეიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი