"დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!" - ნაწყვეტი გიორგი კეკელიძის წიგნიდან - "ხვიჩა. ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ნაწყვეტს საკუთარი წიგნიდან - "ხვიჩა. ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი":

"არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი უმაღლესი ალგებრა, ერთდროულად რთულიც და მარტივიც, ძნელად ამოსახსნელი და იოლად მისახვედრი. შესაკრებთა ჯამი აქ წელიწადების მიხედვით იცვლება, მაგრამ სულ მშვენიერებას უდრის. ამიტომაც არის ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც.  შეხედეთ - ეს წალენჯიხის გზაა, განიერი მთები, თითქოს გვერდზე პირმიქცეული, უცხო ჰორიზონტს რომ გაჰყურებენ, მუხლებზე წეროების ბუდეებით. აფენილ ხეებს გრილი მწვანე დაჰკრავთ და იავნანასავით შრიალებენ. ძნელია ამ ფერწერისთვის შედარებების დაძებნა -  უმეტაფორო სილამაზეა. ეზობიდან ისმის ჩემთვის უცხო ენა, რომელსაც ისე ვხვდები, ოცამდე სიტყვის ცოდნაც მყოფნის. ანუ ჩემთვის უცხო ჩემი ენა. ორი ტონი აქვს ამ ენას და ორივე სიმღერიდანაა. თუ ვინმე კამათობს - ,,სისა ტურას" ბაძავს თითქოს  და თუ მშვიდია საუბარი - ,,აშო ჩელადანაა" ხმები. სადმე თუ შეჩერდები, თუნდაც უცხო იყო შეგიპატიჟებენ. თუ ახალი ხარ, ალბათ არ იცი, რომ ომში გაწვევას ჰგავს ეს შეპატიჟება - მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია - ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომივით თეთრ დროშას და ხელფეხშკერული კაცის ხმით წაიჩურჩულებ: დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს! და მერე ისევ  და ,,შემაშინებლად” მოვლილი ეზოები, მეგრული ყოფის აუცილებელი პროლოგი, უკან გამოცილებისას ეპილოგად რომ გადაიქცევა, გახსენებს ერთ ბიჭს, რომლის ფესვებიც ამ მხარიდანაა და ალბათ ამიტომაც არის მისი პასი დიდებული ეზოებივით ზუსტი და დახვეწილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 

🔵როდის გამოიდარებს საქართველოში? - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი  

🔵გარდაიცვალა მონაზონი - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794231446

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით

ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794230350

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია, მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794229751

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1794229490

ახალი ამბები

ფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზი...

ფაბრიციო რომანო

1794229413

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...

შალვა პაპუაშვილი