"ძალიან დაბალი დონეა ქართულ ჟურნალისტიკაში, არაპროფესიონალიზმი და სიბრიყვე - ტვ იმედი "გლიჯავს", ბოლო დღეების სიუჟეტში ხელოვნების მუზეუმზე ჟურნალისტი ორჯერ იმეორებს ანჩის ხატზე "ანჩისხატის ხატი". ხატის ხატი გაგონილა? " - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?

"ძალიან დაბალი დონეა ქართულ ჟურნალისტიკაში, არაპროფესიონალიზმი და სიბრიყვე. აშუქებენ საკითხს, რომელზედაც წარმოდგენა არ აქვთ და სისულელეს ამბობენ", - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მთავარმა არხმა წინა დღეებში გამოსდო ინფორმაცია, ისეთი დამახინჯებით რომ პირდაპირ კურიოზია:

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილება გასაღებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ანუ ავტოკეფალიური უკრაინის ეკლესიის) დადგენილებად, ხოლო კრება ანუ რუსულად და უკრაინულად "სობორ" გადმოთარგმნილია ქართულად საკათედრო ტაძრად.

კი მაგრამ გუგლტრანსეიტით თარგმნით თქვე დალოცვილებო?

სობორ ტაძარსაც ნიშნავს და კრებასაც და კონტექსტი ხომ უნდა გაიაზროთ?

და დადგენილება ამბობს რუსეთის ეკლესიაო ტაძრებს გვართმევსო.

ამ დროს დადგენილების ავტორები უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაზე წერენ ტაძრებს გვართმევსო და საკითხის უვიცმა ჟურნალისტმა, რომ ვერ გაიგო აზრი, ასე მოთარგმნა და "დაალაგა" სიტუაცია.

იქით ტვ იმედი "გლიჯავს", ბოლო დღეების სიუჟეტში ხელოვნების მუზეუმზე ჟურნალისტი ორჯერ იმეორებს ანჩის ხატზე "ანჩისხატის ხატი".

ხატის ხატი გაგონილა?

ეგ კლარჯეთის ანჩის ეკლესიის ხატია და ჰქვია "ანჩის ხატი", ხოლო მის გამო დაერქვა ტფილისის საკათალიკოზო ბაზილიკას "ანჩის ხატის ეკლესია".

შესაბამისად "ანჩისხატის ხატი" ნონსენსია", - წერს დეკანოზი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ესენი არიან საქართველოს ჟირინოვსკები და დუგინები, ამათი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში დაწვა მადლია" - ვისზე წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770230437

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...

მარკო რუბიო

1770228410

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770227247

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....

ვახტანგ თოფურია

1770226159

ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა

დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...

ევროკავშირი

1770224443

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...

გიორგი ჩაკვეტაძე