"ესენი არიან საქართველოს ჟირინოვსკები და დუგინები, ამათი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში დაწვა მადლია" - ვისზე წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა, სოციალურ ქსელში ხშირად კრიტიკულ პოსტებს წერს, იგი ამჯერადაც საპატრიარქოს და სინოდის წევრებს აკრიტიკებს:
"ხომ ამდენი ქაჯი, გაუნათლებელი, გარყვნილი, აფერისტი და მაიმუნი შერეკა "წმინდა" სინოდში ილია მეორემ ამ 44 წლის მანძილზე, მაგრამ ქუთაისი-გელათის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელზე და ზემო აჭარის ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეზე გადაგვარებული, უტიფარი, მოღალატე, რუსეთუმე პუტინოიდი არავინაა.
ესენი არიან საქართველოს ჟირინოვსკები და დუგინები, ამათი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში დაწვა მადლია და საღმრთო სიკეთე.
რაღაც 32-გვერდიანი ანტიუკრაინული, პრორუსული პასკვილი დაუჯღაბნია გამრეკელს, სადაც კრემლის თეზისებს იმეორებს და სექტად აცხადებს მსოფლიო პატრიარქის მიერ შექმნილ უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას.
თავისი ნაჯღაბნის 21-ე გვერდზე აცხადებს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის ნომერ პირველი აგიტატორი და იდეოლოგი საქართველოში ილია ჭიღლაძეაო, მაგრამ ეგო პირველიერარქზე (ანუ ილია მეორე) და სამღვდელოებაზე აუგს ამბობსო, ამიტომ "არბიტრად არ გამოდგება"-ო.
აი, ასეთი სულელი კაცის მნახველი იშვიათად ვყოფილვარ. ესე იგი, რახან მაგ რეგვენ პუტინოიდს და ფულისტ იოანეს და მის ხროვას თავისი გახრწნილი პირველიერარქითურთ ვამხელ და შავზე ვამბობ შავს და თეთრზე ვამბობ თეთრს, " არბიტრად არ გამოვდგები" და უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია სექტაა და ევრაზიული კავშირის აპოლოგეტი რუსეთუმე პუტინისტი იოანე გამრეკელი გამოდგება უკრაინის ეკლესიის საკითხებში არბიტრად?!
ვაი, შენს პატრონს იოანე გარეკილო, რუსეთის მონავ და ძაღლთაპირო, ქართველთა სისხლში ამოსვრილი რუსების მონავ და აგიტატორო!
არც ისტორია იცი, არც საეკლესიო კანონიკა, არც ქრისტიანობა, მაგრამ ილია მეორემ აღგაზევა უმაღლეს იერარქად და მოგცა უფლება ავრცელო რუსული იდეოლოგია ბაგრატის ტაძრის და გელათის უწმინდესი ამბიონებიდან და შეიფერო კათედრა რუსთა მიერ წამებული დოსითეოს ქუთათელისა და ექვთიმე გენათელის, ამიტომ გეუბნები შენ და შენი პატრიარქი მთელი თქვენი ხროვით ხართ ახალი კაენები და ჯოჯოხეთშია თქვენი ადგილი თქვენს ბატონპატრონ პუტინთან და კ. გუნდიაევთან ერთად!", - წერს ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ნანა გეგეჭკორი: ჩააზუსტებინეთ მაინც, რომელ საქართველოზე საუბრობს
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































