"გადაბრუნდა უკვე ურემი, გადაბრუნდა, გაახილე თვალი კარგად" - ნათელაშვილი ხოფერიას მიმართავს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას განცხადებას ეხმაურება და წერს:

"არავინ დაიჯეროს, რომ ეს პასკვილი ამ მშვენიერი არსების შექმნილია.

ეს ქმნილება პირდაპირ ივანიშვილის ხელითა და პირადად მისი კალმითაა ჩამოწიკწიკებული.

ანუ მოკლედ ბაიდენს აშანტაჟებს და მთელ ამერიკასაც თუ ფულს არ გადმოურიცხვავენ.

გადაბრუნდა უკვე ურემი გადაბრუნდა გაახილე თვალი კარგად",- წერს ნათელაშვილი.

ხათუნა ხოფერიამ დაწერა:

"ნაცმოძრაობას იმის რესურსი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო დონეზე ორკესტრირებული თავდასხმა დაგეგმოს.

საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა;

უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების გამუდმებული თავდასხმები;

ტრადიციულად ნაციონალების ლობისტების - კუბილიუსის, გალერისა და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები - ეს ყველაფერი სინამდვილეში ნაციონალების მიერ კი არა, სხვა ხელიდან იმართება.

შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს!".

ასევე დაგაინტერესებთ:

* სააკაშვილს ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების პრევენციის მიზნით კლინიკა "ვივამედში" გადაყვანას შესთავაზებენ

* 1400-ზე მეტი საზენიტო კომპლექსი „სტინგერი“, 5500-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“ - აშშ ტექნიკის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლითაც უკრაინას ეხმარება 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790751102

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1790748959

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: 81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა, 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე

81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა. 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

აკაკი ალადაშვილი

1790748037

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე: მოსახლეობა ოპოზიციისგან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა აგენტურით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ საბოტაჟის მცდელობას ხედავს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული შედეგი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და ოპო...

ლევან მაჭავარიანი

1790747369

საზოგადოება

მაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, ვეტოს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა

„შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურ...

ლევან მაჭავარიანი

1790746044

საზოგადოება

ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. ცვლილების მიხედვით, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი ასი ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. გასული წლის მონ...

პარლამენტი