"გაგახაროთ? ამ წამს ვიგებ, რომ..." - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ინფორმაციას უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ.

გიგა მაქარაშვილი ამჯერად სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ მწარმოებელს დაუკვეთა 100 000 დოლარის ღირებულების გენერატორები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს გადაეცემა:

„გაგახაროთ?

ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები!

ძააალინ, ძააალინ ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა!
ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები!
ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს.
ყველაფერი გამოგვივა, ჩემო კარგო ქვეყანავ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია – „Поділися світлом გაუზიარე სინათლე“. 24 დეკემბრამდე, საზოგადოების ფინანსური მხადამჭერით შეძენილი გენერატორები კიევში გაიგზავნება. გენერატორებს კიევში მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მათ ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738872318

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ რომ არ დაგვერწმუნებინა ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით

რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით. ეს არის მთავარი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის...

მამუკა მდინარაძე

1738869518

მსოფლიო

ორბანის ოფისი აცხადებს, რომ უნგრეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას განიხილავს

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფისმა განაცხადა, რომ უნგრეთი განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებას შეერთებული შტატების ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ. ამის შესახებ უნგრეთი...

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანი

1738867727

მსოფლიო

ზელენსკი: მზად ვარ მოლაპარაკებისთვის პუტინთან, თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იქნება იმის გაგება, როგორ დასრულდება ომი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული...

ზელენკსი

1738863398

მსოფლიო

ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა მიუღებელია

 „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვა, ან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მიუღებელია, რადგან ამას დასავლეთი  კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენებს“, - ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის ს...

ზახროვა

1738861097

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებასაც და აუცილებლობასაც, რომ ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი შევთავაზოთ საზოგადოებას, რათა მათ მეტი იცოდნენ

 გახსოვთ, ალბათ, რომ წინაზე ჩვენ შემოვიტანეთ FARA-ს მსგავსი ვერსია, ოღონდ ბევრად მსუბუქი ქართული კანონი, რომელიც არ ეხებოდა ფიზიკურ პირებს, არ გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ მოი...

ხუნდაძე