"გეორგიევსკის ტრაქტატი ნატოს სამხედრო ალიანსის მსგავსი იყო, ქართლ-კახეთის სამეფო არც სახელმწიფოებრიობას კარგავდა და არც სუვერენიტეტს" - ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმოქმედება აუკრძალა, სოციალურ ქსელში წერს:

"ყველა ამაზე წერს და განსჯიან, მაგრამ ზოგს გეორგიევსკის ტრაქტატი არც წაუკითხავს და არც იმ პერიოდის საქართველოს ვითარება ესმით.

საქართველო პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად მაშინ (მე-18 ს.) არ არსებობდა. არსებობდა ქართული სახელმწიფოები: სამეფოები და სამთავროები.

დასავლეთ ქართულ სამეფო-სამთავროებზე (იმერეთი, გურია სამეგრელო) ოსმალეთის იმპერია აცხადებდა ჰეგემონიას.

სოლომონ პირველმა ოსმალები კი განდევნა იმერეთიდან, მაგრამ ვერ განდევნა ფოთიდან, ქობულეთ-აჭარიდან, ვერც ცხუმ-აფხაზეთიდან.

ერეკლემ და მამამისმა გააერთიანეს ქართლ-კახეთი, გადაიგდეს თავიდან ირანის მონობა, მაგრამ ამით ვერც ირანული საფრთხე მოსპეს და ვერც ლეკიანობის პრობლემა აღკვეთეს;

საქართველო სამი დიდი იმპერიის ოსმალეთის, ირანის და რუსეთის ჩიხად იყო ქცეული, ბევრი წერილები აგზავნა ერეკლემ საღვთო რომის იმპერატორებთან, რომის პაპებთან და სხვა  ევროპელ ლიდერებთან, მაგრამ საშველი არსაიდან იყო.

შესაბამისად სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო და გეზი აიღო რუსეთისაკენ, როგორც ერთმორწმუნე მეზობელთან, რომელიც იყო უალტერნატივო.

ქართული სახელმწიფოები ეკონომიკურად უკიდურესად ღარიბი, ჩამორჩენილი და დეგრადირებული იყო, ევროპასთან საურთიერთობო გზა ოსმალეთს ჰქონდა გადაკეტილი;

აბა რა ექნა მეფე ერეკლეს?

რომც მიეღო სოლომონ პირველის გარდაცვალების მერე იმერთა დელეგატების შეთავაზება და გაეერთიანებინა საქართველო, ოსმალეთთან ბრძოლა მოუწევდა საამისოდ, შესაბამისი რესურსები კი მას არ ჰქონდა.

დიდი ცდის მიუხედავად მან რეგულარული ჯარი ვერ შექმნა.

დიდი იყო ფეოდალური პარტიკულარიზმი, ბატონყმობის ჩამორჩენილი წყობის მანკიერება და ზოგადად, იმ დროის ცივილიზებულ სამყაროს ძალიან ჩამორჩა საქართველო, ირგვლივ კი ოთხივ კუთხივ იყო სიბნელე და წკვარამი.

გეორგიევსკის ტრაქტატი ნატოს სამხედრო ალიანსის მსგავსი იყო, ქართლ-კახეთის სამეფო არც სახელმწიფოებრიობას კარგავდა და არც სუვერენიტეტს.

რუსული ჯარი უნდა ყოფილიყო მუდმივად ქართლ-კახეთში და ესეც კი არ შეასრულა რუსეთმა, ამიტომ მოუწია მარტო ბრძოლა მეფე ერეკლეს ირანის აღამახმად-შაჰთან.

ერთი სიტყვით ეს ტრაქტატი იყო წარუმატებელი სამხედრო ალიანსის შექმნის ცდა, რომელიც ფაქტობრივად ფურცელზე დარჩა შეუსრულებელი.

ქართლ-კახეთის სამეფო ისევე აგრძელებდა ცხოვრებას 1783 წლის შემდეგ, როგორც მანამდე.

ვითარება არსებითად შეიცვალა გიორგი მეთორმეტის მეფობაში, 1798-1800 წლებში, მან აქცია ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის დე ფაქტო კოლონიად, მან თავისი უუნარობით, მიამიტობით და პრავასლავნიკური ულტრარელიგიური აზროვნებით მოამზადა ნიადაგი რუსეთის მიერ ქვეყნის დასაპყრობად.

ეს ავადმყოფი, გამოლენჩებული და უსუსური მეფე, რომელსაც ლოცვის, უთვალავი შვილების გაკეთების და ჭამის მეტი არაფერი ეხერხებოდა, თავისი სამწლიანი მეფობა ავადმყოფის საწოლში გაატარა და რუსეთის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლობის მარიონეტად იყო ქცეული.

ამ ამბებში კი მეფე ერეკლეს და გეორგიევსკის ტრაქტატს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, გიორგი მეთორმეტემ ახალი ხელშეკრულება დადო იმპერატორთან, რითაც მცირდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს სუვერენიტეტი.

სწორედ გიორგი მეფის და მისი ვაჟების პრორუსულმა ორიენტაციამ დაამხო ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობა და არა მეფე ერეკლემ.

მეორე მხრივ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომანოვების რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის და სხვა ქართული კუთხური სახელმწიფოების თანდათანობითმა დაპყრობამ და მიერთებამ საქართველოს მრავალსაუკუნოვან პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ დაშლილობას წერტილი დაუსვა და ქართველი ერის დენაციონალიზაციის (ერებად დაშლის) პროცესი შეაჩერა, თორემ მე-18 საუკუნეში ქართველი მარტო ქართლელს ეწოდებოდა და ტომთა შორის შუღლი, ომი, მტრობა ფართოდ იყო გაღრმავებული, ისე მოკვდა მეფე ერეკლე, რომ ქართლელების გული ვერ მოიგო ბოლომდე, რომლებიც კახელების მიერ ქართლის "დაპყრობას" და მიერთებას დასტიროდნენ. სხვა მხარეებზე და მათ გაუცხოებაზე რაღა ითქმის?!

შორს წავა სათქმელი, აღარ გავაგრძელებ.

ან დაკარგულ აჭარას, სამცხე-ჯავახეთს, აფხაზეთს თურქეთს გამოსტაცებდა საკუთარი ძალებით საქართველო მე-19 ან მე-20 საუკუნეში? გამორიცხულია, ისინი ტაო-კლარჯეთის მდგომარეობაში დარჩებოდნენ.

ჩვენი ერის და სახელმწიფოს დეგრადირება საბჭოთა იმპერიამ გამოიწვია, დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები მთლიანად საბჭოეთიდან ნამემკვიდრალია, თორემ 1918 წელს შექმნილი ერთიანი საქართველოს დემოკრატიული, პრო-დასავლური, პოსტ-ცარისტული რესპუბლიკა ფენიქსივით გაცოცხლებული ქვეყანა საქართველო იყო.

ეს იყო მე-13 საუკუნეში განადგურებული ერთიანი საქართველოს მობრუნება, აღდგენა, მრავალი საუკუნის შემდგომ", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ "აზოვსტალი" მთლიანად დაიკავა

* სოლარიუმი და ჯანმრთელობის რისკები - ეს საინტერესოა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784738701

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“ და მათ მიერ განაწყენებულ სააკაშვილზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრუ...

ცოტნე ანანიძე

1784737257

ახალი ამბები

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი. როგორც ვონგი აღნიშნავს, ის მოუთმენლად ელის სინგაპურ...

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი

1784735521

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: თანამედროვე საერთაშორისო გარემოში უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია, სადაც ჩინეთი ლიდერის პოზიციების გამყარებისკენ მიიწევს, ხოლო ევროკავშირი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, გლობალურ კონკურენციაში თანდათან ჩამორჩება

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის აღმასვლაზე საუბრობს.   როგორც ჩიხელიძე წერს, ბოლო პერიოდში...

დავით ჩიხელიძე

1784734341

ახალი ამბები

ბათუმში სროლა იყო - წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე თქ...

ბათუმში სროლა იყო

1784733103

ახალი ამბები

სოფ. ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი...

მოძრაობა აღდგენილია