იაგო ფრანგიშვილი: არ ვიცით ვისი ფინანსებით შეიქმნა ეს ამდენი "ტვ"

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

"ტრასფარენტულობა, გამჭვირვალობა საკუთარი გარემოს მიმართ, არის ადამიანის ბაზისური მოთხოვნილება.

ადამიანი რომ ფულს გთხოვს, ავტომატურად ვეკითხებით, თუ რისთვის.

შვილსაც კი რომ აჩუქებ, გინდა იცოდე თუ რაში გამოიყენა ან გამოიყენებს ამ ნაჩუქარს.

ასეა ოჯახის დონეზეც, სამეგობრო სანათესავოს დონეზეც და ასეა საზოგადოებრივ სოციალურადაც.

მათ შორის პოლიტიკაში, მედიასივრცეში, საზოგადოებრივ სარბიელზე.

ძალიან ბევრი სასიკეთო გაკეთდა ,,იმ 9 წლის,, მანძილზე, მაგრამ, რაც გაკეთდა, არატრასფარენტულად, ელიტარულ კულისებში მოლაპარაკებით გაკეთდა და ამიტომაც აქვს დღესაც ბევრს ავერზია.
ეს ბუნებრივი ავერზიაა.

არაა ისე რომ,  ,,ჭამე ხილი და მეხილეს ნუ იკითხავო,, ეს მონური მიდგომაა და ასე არ ხდება ცხოვრებაში.

თუ მეხილე არ იკეთხე, რაც უნდა გემრიელად გეჩვენოს, ხილის მიმართ მაინც უნდოობის გრძნობა გაგიჩნდება.

გუშინწინ ,,ვიღაცამ,, დაურეკა სტოლტენბერგს და ის უკვე ღარიბაშვილს ხვდება. არადა, არ უნდოდა ეს და ესეც ასე გამჭვირვალედ თქვა.

დღეს კი ხვდება.

სრული ბინდია იმის გარშემო, თუ რატომ და ვინ შეაცვლევინა ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოლიტიკოსს.

თუმცა, ამას ვერასოდეს, ვერასოდეს გამოიკვლევენ და დაადგენენ ქართული მედიები, უბრალოდ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მათ შესახებაც არაფერი ვიცით.

არ ვიცით ვისი ფინანსებით შეიქმნა ეს ამდენი ტვ და თან უზურპატორი დიქტატურის პირობებში.

ამ მედიებში დასაქმებული სპეციალისტები, ადამიანები არ უსვავენ საკუთარ თავს ელემენტარულ კითხვას, თუ ვინ უხდის ხელფასს და საიდან, რა წარმომავლობის ფულით.

ამის გარეშე კი აბსოლუტურად წარმოუდგენელია ნდობა.

ამის გარეშე აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ იმ მედია სივრციდან მეტი აზრი გამოგაქვს, რომელიც იცი რომ ბიძინასია, მისი პირდაპირი დაფინანსებულია და ყოველთვის ბიძინას სასარგებლოდ მოიტყუება, აი ამ მოცემულობით მათ ნათქვამს უფრო მეტი პრაქტიკული ფასი აქვს.

იმიტომ რომ იცი, თუ როგორ და ვისთვის მოქმედებს.

გაურკვეველი წარმომავლობა დაფინანსებისა კი არის საზოგადოებისთვის შხამი, მორალური და ფსიქოლოგიური საწამლავი, რაც იწვევს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ნიჰილიზმს.

უკრაინის ომმა და პირადად ზელენსკის ტიპურმა მიდგომამ პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრისადმი სრულიად ახალი იმპულსები შემოიტანა.

გარდაუვალად დადგება თანდათან დრო გამჭვირვალე და ადამიანური პოლიტიკისა, დასრულდება კარს უკანა და გაურკვეველი თამაშები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ კლანურ ინტერესებს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან.

თუკი გვინდა გავიგოთ რა ხდება საკუთარ ქვეყანაში, უნდა მოვითხოვოთ გამჭვირვალობა და ტრანსფარანტულობა, თუ ვინ და საიდან, როგორი წარმომავლობის ფულით ფინანსდება.

ეს უნდა დაიწყო საკუთარი თავიდან, საკუთარი დამსაქმებლიდან, საკუთარი მედია სივრციდან.

ამის გარეშე სამართლებრივ სახელმწიფოს კი არა, სამართლებრივად გამართულ და იურიდიულად კანონიერ ქოხსაც კი ვერ ააშენებ..

ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის და პოლიტიკა დარჩება ელიტარულ, ერთ ქალაქში გამომწყვდეულ ტუსოვკად, თუკი არ მოვითხოვეთ გამჭვირვალობა იმ ხალხისაგან, რომელსაც ვირჩევთ, რომლის ნდობასაც გვიპიარებენ და ყოველ არჩევნებზე გვთხოვენ.

,,ახლა ამისი დრო არააო ფრაზა,, არის სწორედაც ამ ტუსოვკის მიერ დარეკლამებული და კარგად გათვლილი.

ჩემი აზრით, ერთადერთი, რისი ,,დროც,, ახლა მართლა არაა და ამის საჭიროება არაა, არის ის, რომ გავმართოთ დისკუსია, თუ რამდენად ჯენდერულია სიტყვა ,,ადამიანი,, და ,,ევაც,, ხომ არ გავურიოთ ამ სიტყვაში, რომელიც ზოგადად ჰომო საპიენსს ასახავს.

აი ესაა ჩემი აზრით სრული მახათი.

სხვა ყველაფერი დანარჩენის დრო იყო და ახლაცაა", - წერს იაგო ფრანგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

* ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ - ნიკა მელია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790946187

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბ...

არჩილ გორდულაძე

1790944710

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში

1790943836

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ყველამ ვიცით, 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი - პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წ...

ანალიტიკოსი

1790943065

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს...

მაია ბითაძე

1790942289

ახალი ამბები

გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს...

პროკურატურა