"იტალიური ამბები - ნეტა მარტო ამ მონსტრის ჩაცმულობა იყოს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში..." - მარი მახარაძე

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარი ნანა მახარაძე ვლადიმერ პუტინის ცნობილი, იტალიური ქურთუკის შესახებ ატეხილ აურზაურს ეხმარება:

"იტალიური ამბები...
მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია დღეს უკრაინის ომისკენ...
მთელ მსოფლიოს ერთი ანტიგმირი ჰყავს...
ომგამოვლილი ქვეყნები გაჭრილ ხორცზე მარილმოყრილივით გრძნობენ ამ ტკივილს და  საშინელებას. 
ნებიერა ევროპისთვის ეს მაინც შორიდან დანახული ომია, ისინი ბევრ ისეთ დეტალებს უღრმავდებიან, რაც ჩვენთვის შეიძლება უმნიშვნელოც იყოს, თუმცა შეტორტმანება იგრძნობა...

მოსკოვში, ლუჟნიკებზე რუსეთის პრეზიდენტის იტალიური ბრენდის Loro Piana-ს ქურთუკში გამოჩენამ, რომელიც მილიონახევარი რუბლი ღირს, რაც 12000 ევროს ეკვივალენტია, იტალიელების აღშფოთება გამოიწვია და უამრავი კითხვა გააჩინა. Lvmh ჯგუფი, რომელსაც Loro Piana ეკუთვნის, განმარტავს, რომ ქურთუკი 2013 წლის კოლექციიდან არის და რომ ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა ყველანაირი ბიზნესურთიერთობა  რუსეთის სახელმწიფოსთან. ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვის მხარეს ვდგავართ. ევროპელებისთვის, განსაკუთრებით იტალიელებისთვის, ჩაცმულობას, თუ აქსესუარებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ აქვთ თანდაყოლილი ნიჭი, ისე მოირგონ ყველაზე იაფფასიანი ტანსაცმელი, რომ ბრენდული გეგონოთ.

პიერ ლუიჯი ლორო პიანა აღნიშნავს: ,,ჩვენ ვაკვირდებით დღეს უკრაინის პრეზიდენტის ჩაცმულობას, ხაკისფერი მაისური და ქურთუკი - ის ისეთივე ახლოა მასასთან, როგორც თავად პრეზიდენტი, ამიტომაც აჯობებს დავფიქრდეთ რა უფრო მნიშვნელოვანია ყველასთვის - სიმდიდრე, თუ საკუთარი ხალხის სიყვარული?!"

თითქოს არაფერი, მაგრამ ბიზნესსა და მოდაშიც, ომის მოგების ყველას საკუთარი ტაქტიკა აქვს. დღეს ყველაზე დიდი ანტირეკლამაა, რაც რუსეთს და მის პრეზიდენტს  უკავშირდება... და მაინც... ნეტა მარტო ამ მონსტრის ჩაცმულობა იყოს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში...

#შეცვალეპრიორიტეტები #რუსეთიოკუპანტია," - წერს მახარაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი