"მისთვის ქრისტიანული შინაარსის წერილი აუცილებლად უნდა მიეწერა, ილია მეორეს, რადგან ისინი ერთმანეთს პირადად იცნობენ და დელონი მას პიროვნულად დიდ პატივს სცემს" - მამა იერონიმე
რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური მამა იერონიმე ქათამაძე, მსახიობ ალენ დელონის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით იგი თანახმაა ევთანაზიის გზით დაასრულოს სიცოცხლე, ქართველების რეაქციას ეხმაურება და წერს:
"ბოლო დროს დიდი წუხილი მაქვს ცნობილი ფრანგი მსახიობის და უბრალოდ კარგი კაცის, ალენ დელონის არჩევანის შესახებ, რომ დაასრულოს სიცოცხლე “კანონიერი”, სამედიცინო თვითმკვლელობით იგივე ევთანაზიით.
ჩემი მოკრძალებული აზრით, მისთვის ქრისტიანული შინაარსის წერილი აუცილებლად უნდა მიეწერა რომის პაპ ფრანცისკეს, როგორც კათოლიკე ქრისტიანთა სულიერ ლიდერს (მოგეხსენებათ ალენ დელონი კათოლიკეა) ან საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, რადგან ისინი ერთმანეთს პირადად იცნობენ და ალენ დელონი მას პიროვნულად დიდ პატივს სცემს, როგორც ერთ-ერთ ქრისტიან სულიერ ლიდერს.
სადაც მას შეაგონებდნენ, რომ ევთანაზია არის უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე და რომ ამის შედეგი, ღმერთისგან საბოლოოდ ჩამოშორება იქნება.
იქნებ ქრისტიანულ, სახარებისეულ შეგონებას, მისთვის ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეეშალა და გადაეფიქრებინა საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა სამედიცინო თვითმკვლელობით, რადგან რაც არ უნდა დიდი ან ცნობილი პიროვნება იყოს ადამიანი, ის არის ადამიანი თავისი სისუსტეებით, შეცდომებითა და შიშებით და მასაც სჭირდება სულიერი შეწევნა, ნუგეში და შეგონება.
არ ვიცი ახლა უკვე მიიცვალა თუ ჯერ კიდევ ევთანაზიის სითხით სავსე ჭიქას ელოდება რომ შესვას უკანასკნელი სასმისი, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, რომ უშველოს და დაეხმაროს",- წერს მამა იერონიმე.
ამავე თემაზე:
1790713878
მსოფლიოიოჰან ვადეფული: ევროპამ რუსეთთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს
„ევროპამ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცეს...
1790712626
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს რეაგირება...
1790711899
მსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა
„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და...
1790706995
ახალი ამბებისაქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა. გაცნობით...
1790706835
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს
„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური...


























