ნამდვილი ქარიშხალი დავატრიალეთ... გემრიელი სლავა უკრაინი შევძახეთ - რას წერს გიგა მაქარაშვილი

პოლონეთში მოხალისედ წასული სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ნამდვილი ქარიშხალი დავატრიალეთ დღეს. 

ცხელი ხარჩოს ჩამორიგების შემდეგ ყველაზე პატარა უკრაინელების ჰიგიენის საშუალებებზე გავქანდით  
300 ცალი ჰიგიენური საფენი, სველი ხელსახოცები, ტაკოს კრემები ჩავტვირთეთ უამრავ კალათაში და მივადექით სალაროს..

რაოდენობას რომ გადახედა მოლარემ, კინაღამ მოსასულიერებელი გაგვიხდა, რომ გაიგო რისთვის გვინდოდა ხმამაღლა გასძახა ვიღაცას… ის ვიღაცა სუპერმარკეტის მენეჯერი აღმოჩნდა… ახლა იმას ავუხსენით რისთვის გვინდოდა და კინაღამ მეორე ადამიანი ჩაგვაკვდა ხელში. ჩვენს გვერდითა სალაროებიდან გადმოვიდნენ ჩვეულებრივი კლიენტები და მარკეტის ფასდაკლების ბარათები დააძრეს. 

თითო ბარათით 2 ნივთის ყიდვა შეგვეძლო ფასდაკლებით. ვიუარე, არ შეგაწუხებთ მეთქი, მაგრამ არ მომეშვნენ და ატყდა გადაძახილები კლიენტებს შორის. 

150 პოლონელი რიგრიგობით მოვიდა და ფასდაკლების ბარათი გაგვიტარა! 150!!! ბოლო 2 პამპერსი რომ გავატარეთ გემრიელი სლავა უკრაინი შევძახეთ.

ჯამში 700 ზლოტის ეკონომია გამოგვივიდა და ამ დანაზოგით ხვალ დამატებით ხაჭაპურებს მივიტანთ, რომელიც ლტოლვილად ქცეულმა უკრაინელებმა დაგვიკვეთეს დღეს.

Ana Makharashviliს დახმარების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. ჩემო კარგო ქვეყანავ“, - წერს გიგა მაქარაშვილი.  

ასევე საინტერესოა:

🔵 „ყველა ქართველი მენანება სიკვდილისთვის, მაგრამ ემიგრანტი - ორმაგად“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵 ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების ვიზიტის შემდეგ უკრაინამ დაიწყო საუბარი ომის საქართველოში გადმოტანაზე“

🔵 სუსმა წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791451834

ახალი ამბები

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...

მეწყერი

1791450491

ახალი ამბები

ლაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...

ლაშა ბექაური

1791449770

ახალი ამბები

ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...

ლენტი ლენტი

1791449036

მსოფლიო

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ...

ევროკავშირი

1791448940

საზოგადოება

პროკურატურამ სერგი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა სერგეი ყანჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩ...

პროკურატურა