"საქართველოში ომი არ იქნება. კარგად იცის კრემლის შპანამ, რომ ომს თუ დაიწყებს, თურქეთთან მოუწევს პირისპირ საუბარი, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ მილსადენები გადის" - ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ზურაბ მაღრაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, რუსული არმიის "უძლეველობაზე" ვრცელ სტატუს აქვეყნებს და წერს:

"საქართველოში ომი არ იქნება

გაგიკვირდებათ ალბათ თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია? შევეცდები მოკლედ ვთქვა.

პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის დაგეგმილმა ზრდამ გეგმას გადააჭარბა. ომამდე გითხარით, რომ რუსეთზე გამავალი სარკინიგზო გადაზიდვები შეწყდება.

ეგრე აგიხდეთ ყველაფერი.

მანამდე სხვა კიდევ ბევრი რამ გითხარით…

2021 წელი ევროკავშირმა რომ რკინიგზის წლად გამოაცხადა, ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის სიგნალი იყო უკვე.

აქამდე ჩინური სახმელეთო ტვირთები ევროპის პორტებისკენ მიემართებოდა რუსეთი-ბელორუსი-პოლონეთი-გერმანია-ნიდერლანდების რკინიგზებით.

დასრულდა უკვე რუსული სატრანზიტო ჭინთვები. ევროპიდან აზიამდე ერთადერთი გზა ორ ზღვა შუა ლელოზე გადის.

ირანი სანქციების გადახედვის რეჟიმშია.

ემზადება საქართველოს პორტების გავლით ტვირთების ევროპის ბაზრებისკენ მიწოდებისთვის.

ბაქოს პორტიდან საქართველოს გავლით სტამბოლის პორტამდე სატვირთო მატარებლები უკვე მოძრაობს.

თურქეთში შედის ყველა სატრანზიტო არტერია - სანავთობო, ბუნებრივი აირის, სარკინიგზო... ანუ თურქეთის ინტერესები მნიშვნელოვნად ზიანდება.

კასპიის ენერგომატარებლები კი ევროპას ახლა დიდად სჭირდება.

კარგად იცის კრემლის შპანამ, რომ ომს თუ დაიწყებს, თურქეთთან მოუწევს პირისპირ საუბარი, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიაზე.

აქ მილსადენები გადის.

კიდევ არის ერთი ფაქტორი - სომხეთიდან რუსული ჯარის უკრაინაში გაყვანა საქართველოს გავლით. ვერ გაიყვანს, რადგან საწვავის ქვეყანას საწვავის კრიზისი დაუდგა თავისი ჯართისთვის.

ლოჯისტიკა მორყეული აქვს.

ამიტომ თვითმფრინავით დაიწყეს გიუმრიდან საზარბაზნე ხორცის ტრანსპორტირება.

სირიიდან 40,000 მებრძოლიო, ხმა დაირხა კრემლიდან. ჯერ ერთი 1000-ზე მეტი მეომარი ვერ შეაგროვა ასადმა. მერეც მეორე, ამ ზამთარში სირიელები უკრაინელებისთვის ადვილად დასაღეჭი ხორცია.

რაც შეეხება საქართველოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს.

კრიზისი ნამდვილად იქნება, ოღონდ იგი ეგრეთ წოდებულ რუსულ ბაზრებზე დაერთებული ქართველებისთვის იქნება და არა ქართველი ხალხისთვის.

მალე საქართველო სხვა ქვეყნებს და ხალხებს აქეთ დაეხმარება.

ერთ რეკომენდაციას დავწერ აქვე.

ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის დაუშვით შემდეგი სასწავლო საგნები - გეოპოლიტიკა და აბრეშუმის გზა.

უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ (არ ვიცი ამას მერამდენედ ვწერ უკვე).

დიდება გმირებს!", - წერს მაღრაძე.

სხვა სიახლეები:

⬛ „მე ცოცხალი ვარ“ - კანადელი სნაიპერი მეტსახელად „ვალი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს: ჩემი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პროპაგანდაა

⬛ რუსმა ოკუპანტმა თავისივე პოლკოვნიკს ტანკით გადაუარა

⬛ სანქციებით დაზარალებული რუსი ოლიგარქები პუტინის შეჩერების გზებს ეძებენ - unian.net

⬛ დამთხვევა თუ მასონური მინიშნება - ფეისბუკზე საინტერესო ფოტო ვრცელდება

⬛ სერგეი ლავროვი: უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნა გამოიწვევს უშუალო შეტაკებას ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის

⬛  თუნდაც ერთი ოსი ან აფხაზი ბავშვი რომ შეეწიროს ამას, როგორ წარმოგიდგენიათ - ნინო ნადირაძე სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეჭრისკენ მოწოდებებზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი