დღეს საქართველო-ესპანეთი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ტრადიციულად, ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.

💬 ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ვატარებთ. ესპანეთთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვფიქრობ, ჩემი მოთამაშეებისთვის საინტერესო იქნება ამ მატჩში მონაწილეობის მიღება. ერთა ლიგის შემდეგ, რომელიც გასულ წელს ვითამაშეთ, გულშემატკივარს მაღალი მოლოდინი აქვს, მაგრამ ფეხბურთი რთული სპორტია. რაღაცის ასაშენებლად დროა საჭირო. ჩვენ ვერ გავხდებით ევროპის საუკეთესო გუნდი ერთ დღეში. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში გამორჩეული გუნდია. მეც და ჩემი ფეხბურთელები მოუთმენლად ველით მათ წინააღმდეგ თამაშს. მთავარია, მაღალი დისციპლინით ვითამაშოთ და მოედანზე ყველაფერი გავიღოთ, დანარჩენს კი, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ.

ყველა ტურნირს, სადაც ვმონაწილეობთ, პატივს ვცემთ. მართალია, ერთა ლიგის პლეი-ოფში ვართ და ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ, თუ პლეი-ოფში კარგად გვსურს თამაში, საკვალიფიკაციო ეტაპზეც მაღალ დონეზე უნდა ვიასპარეზოთ და თითოეული თამაში, როგორც პლეი-ოფის შეხვედრა ისე უნდა ჩავატაროთ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და გამოცდილების მისაღებად ესპანეთის და ნორვეგიის წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ მარტის თამაშებზე, თუმცა, თუ არ ვიფიქრებთ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე, იქ მაღალ დონეზე ვერ ვიასპარეზებთ. ასე რომ, ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება თამაშიდან თამაშამდე ფიქრი და მაღალ დონეზე ასპარეზობაა.

ბედნიერი ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა, რადგან ეს სტრესით სავსე პერიოდია. ახლა მოთამაშეებს მხოლოდ ფეხბურთზე შეუძლიათ ფოკუსირება. კარგი ტრანსფერები განხორციელდა ქართველი ფეხბურთელებისთვის. ეს აჩვენებს, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნები ქართველ მოთამაშეებს აკვირდებიან და ენდობიან.

ესპანეთი ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე იყო. ახალი მწვრთნელი ჰყავთ, განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ, თუმცა მათი დონე კვლავ მაღალია. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, ბოლო შეხვედრებში, შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. კარგია, როდესაც რამდენიმე სისტემით შეგიძლია თამაში. უნდა შეგეძლოს მეტოქისთვის გარკვეული სიახლეების შეთავაზება და ტაქტიკის გამრავალფეროვნება.

სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი, დევიდ უები ძალიან წარმატებული სპეციალისტია და მრავალფეროვანი კარიერა აქვს. მათ შორის, ახალგაზრდების განვითარების კუთხით. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება მასთან თანამშრომლობა, რადგან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. ახალი ხედვა ყოველთვის საჭიროა, რათა მუდმივი განვითარება გვქონდეს.

გიორგი არაბიძეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე არ უთამაშია. მიხარია, რომ ახლა ძალიან მოუმატა და ჩანს, რომ ბევრი რამ გამოასწორა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად რამდენიმე კვირა მაღალ დონეზე თამაში საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ სტაბილურად გააგრძელოს ასე ასპარეზობა და ყოველთვის გავითვალისწინებ მას, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს.

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი წარმატებული იყო საქართველოსთვის. ასეთი ჯგუფიდან გასვლა, მაღალ დონეზე თამაშით შეძლეს. კარგი იყო ტურნირის საორგანიზაციო მხარე. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან გამარჯვების და ბელგიასთან და ნიდერლანდებთან კარგი თამაშის შემდეგ, ისრაელთან მარცხი გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრ მოთამაშეს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ. შედეგად, საბა საზონოვი იტალიაში გადავიდა, სანდრო კალანდაძე კი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა".

💬 ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): „საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ჩემი აზრით, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ იმით, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ. ყოველთვის სასიამოვნოა ძლიერი ფეხბურთელების და გუნდების წინააღმდეგ თამაში“.

საქართველო - ესპანეთის მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 

წყარო: nakrebi.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793701239

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს

„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან,...

სოზარ სუბარი

1793700734

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს....

სოზარ სუბარი

1793699423

მსოფლიო

„ტენერიფეს“ ფეხბურთელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის, „ტენერიფეს“ ფეხბურთელი, 30 წლის ჰესუს დე მიგელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ championat.com იუწყება. ინციდენტი მოედანზე 2...

ჰესუს დე მიგელი

1793698417

ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1793697526

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ

„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს სოციალურ ქ...

ზურაბ ქადაგიძე