პრემიერი: უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა

„საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატების დუმილთან დაკავშირებით, რომლებმაც არ გააკეთეს შეფასება გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
ამის მიუხედავად, პრემიერის თქმით, ისინი დღეს დუმან, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რასაც საზოგადოება ხედავს და აფასებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი სდუმან და გაურბიან იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც წესით თავადაც უნდა გრძნობდნენ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს, ვინც გუშინ მოქმედებდა და განსაკუთრებით მათ, ვინც დაშავდა.
„ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც მოქმედებდა გუშინ. და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დაშავებულ პოლიციელებს. როგორც მოგეხსენებათ, საჭირო გახდა 15 პოლიციელის გადაყვანა კლინიკაში, მიღებული დაზიანებების გამო. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებული თანადგომა გამოვუცხადო“, - განაცხადა პრემიერმა.
1759650074
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით. საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია
„ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავ...
1759648631
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება, წარსულს კი - მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლის
დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლ...
1759648395
საზოგადოებათეა წულუკიანი: ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია - ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ძალადობრივ აქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუ...
1759647401
ახალი ამბებიშსს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე და...
1759646432
საზოგადოებათბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დილის 08:00 საათიდან შეფერხების გამო, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამ...