შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება, წარსულს კი - მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლის

დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა.

,,დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო.

1,000,00 ადამიანმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორისაა თბილისის მერის, კახი კალაძისათვის მიცემული 200,000-ზე მეტი ხმა. ეს რიცხვები რეკორდულია ქართული ოცნებისათვის ბოლო ოთხ მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისში.

ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება არჩია, წარსულს კი - მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლისა და პირობას ვაძლევ მათ, რომ უფრო მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ერს, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება უცხოეთიდან მხარდაჭერილ ძალადობას, რომელსაც გასულ ღამეს რადიკალებმა მიმართეს, გპირდებით, რომ ამაზე დავწერ, და დავწერ ბევრს,” - წერს პაპუაშვილი.

დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ზე წერს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759650074

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით. საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია

„ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავ...

ირაკლი კობახიძე

1759650023

საზოგადოება

პრემიერი: უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა

„საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ...

ირაკლი კობახიძე

1759648395

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია - ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ძალადობრივ აქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუ...

თეა წულუკიანი

1759647401

ახალი ამბები

შსს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე და...

რუსლან შამახია

1759646432

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დილის 08:00 საათიდან შეფერხების გამო, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამ...

ზოგადი