ირაკლი კობახიძე: გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით. საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია

„ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ მიიღო მთავრობამ პრევენციული ზომები, რომ პრეზიდენტის სასახლე მეტად ყოფილიყო დაცული და რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ხუთი წუთი დასჭირდათ აქციის მონაწილეებს, რომ დამცავი ჯებირები გადაენგრიათ.

„გუშინ თქვენი ტელევიზია [„ტვპირველი“] მთელი საღამოს განმავლობაში ამტკიცებდა, ღობე თავისით გადაინგრა და ბურჭულაძე იქ თავისით აღმოჩნდაო. ამას მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა ქალბატონი ინგა [გრიგოლია]. დაახლოებით თხუთმეტჯერ გაიმეორა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ღობეს, ის არის ყველაზე ადვილად გადასანგრევი, როდესაც იყენებ ფიზიკურ ძალას. იქ იყვნენ მისული აკაცუკები, ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაანგრიეს ღობე, შემდეგ სცადეს შიგნით შეჭრა, თუმცა დახვდათ სიურპრიზი.

ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა გამოვიდნენ სპეცრაზმელები და მიიღეს სათანადო პასუხი. ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია და შესაბამისი ზომები მივიღეთ. როცა გადავიდნენ ისინი დამხობის მცდელობაზე და სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზი.

ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული - ვიდრე არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, ჩარევას არ ვგეგმავდით. ვიდრე მშვიდობიანი იყო აქცია, მივუშვით პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიამდე ეს ადამიანები, თუმცა როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე და გადაანგრიეს დამცავი ღობე, მაშინვე იქ გაჩნდა სპეცრაზმი. ყველაფერი ძალან სწორად იყო დაგეგმილი. თუ მშვიდობიანად მიდიოდნენ ღობემდე, რატომ არ უნდა მიგვეშვა?! მშვიდობიანად მივიდნენ ღობემდე, გადაანგრიეს და მიიღეს პასუხი“, - აღნიშნა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759650023

საზოგადოება

პრემიერი: უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამის მიუხედავად ისინი დღეს დუმან, მიუხედავად მათი პასუხისმგებლობისა

„საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ...

ირაკლი კობახიძე

1759648631

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება, წარსულს კი - მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლის

დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლ...

შალვა პაპუაშვილი

1759648395

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან, მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია - ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ძალადობრივ აქციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ცვლილების გზა მხოლოდ არჩევნებზე გადის. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუ...

თეა წულუკიანი

1759647401

ახალი ამბები

შსს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე და...

რუსლან შამახია

1759646432

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დილის 08:00 საათიდან შეფერხების გამო, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამ...

ზოგადი