"ანექსირებული ყირიმის მთავრობა ზელენსკისთვის ბინის ჩამორთმევას გეგმავს" - მედია
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება აპირებს, უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების ნაციონალიზაციას დაქვემდებარებული ქონების სიაში შეიტანოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახის იალტაში მდებარე ბინა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ტელეგრამ არხზე წერს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსიამდე, 2013 წელს, ლივადიაში სახლი ზელენსკის მეუღლემ, ელენა ზელენსკიმ იყიდა.
უძრავი ქონების შესახებ ცნობილი 2019 წელს, უკრაინაში საპრეზიდენტო კამპანიის დროს გახდა.
მაშინ არჩეული პრეზიდენტის პრესსამსახურმა მიუთითა, რომ ზელენსკის ოჯახს 2014 წლის შემდეგ არასოდეს გამოუყენებია უძრავი ქონება ნახევარკუნძულზე, ბინა კი ოფიციალურად დეკლარირებულია.
„ზელენსკის ოჯახი ამ ქონების გამოყენებას მხოლოდ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების შემდეგ აპირებს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 10 მარტს მოაწერა ხელი კანონს, უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ქონების ნაციონალიზაციის შესახებ.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსია მოახდინა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა კი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადეს.
სხვა სიახლეები:
🔵 "ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მეორე დღეა სროლის და აფეთქების ხმა ესმით" - მედია
1791451834
ახალი ამბებითურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...
1791450491
ახალი ამბებილაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...
1791449770
ახალი ამბებივარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...
1791449036
მსოფლიოევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ...
1791448940
საზოგადოებაპროკურატურამ სერგი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურა სერგეი ყანჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩ...



























