"დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს უფროსობას" - ზელენსკის მიმართვა რუს ოკუპანტებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და უკრაინის მოსახლეობას მიმართა.
"როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ყველა ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს სახელმწიფოზე - ჩვენს ლამაზ უკრაინაზე.
ახლა კი, ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია და თავის წილ ბრძოლაშია ჩართული.
დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან ერთად ასევე, რუს ჯარისკაცებსაც მიმართა. მისი თქმით, უკვე 4,5 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტია მოკლული, მათ კი, ვინც უკრაინასთან ბრძოლას აგრძელებს, მოუწოდებს, დაბრუნდნენ რუსეთში.
„რისთვის მოხვედით აქ?!
რის გამო მოდის თქვენი ტექნიკის კოლონები ჩვენ წინააღმდეგ, კრემლიდან, ჩვენი უკრაინისკენ?!
დატოვეთ თქვენი ტექნიკა და წადით.
არ დაუჯეროთ თქვენს უფროსობას, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს.
უბრალოდ, გადაირჩინეთ საკუთარი სიცოცხლეები და წადით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბოლო ცნობებით, უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან პრიპიატში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს ატარებს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში პერიოდულად ისმის სირენების ხმა, თუმცა როგორც უკრაინის სამხედრო ძალები აცხადებენ კიევში სიტუაცია “კონტროლს ქვეშაა”, მეტროს მოქალაქეები თავშესაფრად იყენებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამ დრომდე, სულ მცირე, 352 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის, 14 ბავშვია.
სხვა სიახლეები:
🔲 რამზან კადიროვი დასავლეთს "მკაცრი სანქციებით" ემუქრება და ვადას 31 თებერვლამდე აძლევს
🔲 "აბა რა ეგონა უკრაინას, რუსეთს რომ შეებრძოლა?!" - რას წერს მამა პეტრე კვარაცხელია
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...






























