"დღიდან უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ვახორციელებ" - საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შემდეგ, ელჩის დროებით ფუნქციას მისი მრჩეველი ანდრეი კასიანოვი შეასრულებს.
ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეიდან დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ვახორციელებ.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი გაიწვია საკონსულტაციოდ.
ამის მიზეზი ორი საკვანძო საკითხია, პირველია საქართველოს მთავრობის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით.
მეორე, მიზეზი ეს არის გადაწყვეტილების არ მიღება, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, ჩვენი ჯარის დასახმარებლად.
არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც განხილული უნდა იყოს ამ კონსულტაციებზე.
ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მოსახლეობის ამ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის დროებითმა რწმუნებულმა.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი დღეს გაიწვია.
სხვა სიახლეები:
🔲 ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს
🔲 "ვისაც ომში წასვლა გინდათ, გაჰყევით ზელენსკის გაწვეულ ელჩს" - ნინო მიქიაშვილი
1795509820
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...
1795508644
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ერთბაშად და უხეშად ამ სექტორთან შეხება გამოიწვევს პრობლემებს
საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობი...
1795507753
საზოგადოებასგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა,...
1795506520
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს
მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - განაცხად...
1795505885
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ...


























