ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ -ზელენსკი

სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ვიდეო მიმართვაში და ამბობს, რომ კიევის რეგიონში უკრაინის დამცველები წინ მიიწევენ.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, წარმატების გამო ზედმეტი ეიფორიის ნაცვლად, სიტუაცია გონივრულად უნდა აღვიქვათ.

,,დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს. კიევის რეგიონში, ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენენ. ირპინი გათავისუფლდა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ შედეგისთვის იმუშავა. ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდან, თუმცა ჩვენი რეგიონის ამ ნაწილში, უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევია, ბრძოლა გრძელდება.

რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, აქვთ რესურსები და ცოცხალი ძალა. ისინი, დანგრეული ნაწილების აღდგენას ცდილობენ. მათი დანაკარგების დონე, თუნდაც 90%-ზე, მათთვის, არ არის არგუმენტი გაჩერებისთვის. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის რეგიონის, დონბასის, სამხრეთ უკრაინის მდგომარეობა ყველგან დაძაბული, ძალიან რთული რჩება. ეს არის დაუნდობელი ომი ჩვენი ერის წინააღმდეგ, ჩვენი შვილების წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, 143 დაღუპული ბავშვის შესახებ არის ცნობილი.

მარიუპოლი კვლავ ბლოკირებულია, რუსმა ჯარებმა, დღეს, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა არ დაუშვეს. სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791479638

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვი...

მარიამ ქვრივიშვილი

1791478741

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი

„დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა - ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს...

ირაკლი კობახიძე

1791478601

ახალი ამბები

166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება 155-ე საჯარო სკოლაში შეუძლიათ, პარალელურად გამოცხადებულია ბაზრის კვლევა ალტერნატიული ფართის მოძიების მიზნით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 166-ე საჯარო სკოლის მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მოსწავლეებისთვის სასწავლო...

ააა

1791474849

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების ერთგულია და გარე პოლიტიკური დიქტატი და შანტაჟი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე

„ევროპარლამენტში დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის - სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმპერატიულ ნორმას, და ქვე...

თამთა მეგრელიშვილი

1791473630

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომას...

ვლადიმერ პუტინი