"ხარკოვის აღება, მარიუპოლის აღება და ხერსონის დაკავება" - ISW-ის მოლოდინები უკრაინაში მიმდინარე ომზე
The Institute for the Study of War-ი რუსეთის არმიის უკრაინაში სამხედრო კამპანიის შეფასებას ავრცელებს.
"რუსული ძალები ასრულებენ თავიანთი ჯარების გაძლიერებას და მომარაგებას კიევის ჩრდილოეთით და დასავლეთით და იწყებენ დედაქალაქის ბლოკირებას, რათა ალყაში მოაქციონ და საბოლოოდ დაიკავონ დედაქალაქი.
აღნიშნული სამზადისი სავარაუდოდ დაჩქარდება მომდევნო 24-48 საათში.
კიევის აღება, როგორც ჩანს, რუსული არმიის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტია. რუსული ჯარები ასევე ახორციელებენ შეტევით კამპანიებს სამი მიმართულებით:
1. ხარკოვის აღება
2. მარიუპოლის აღება, რითაც „სახმელეთი ხიდი“ იხსნება სეპარატისტული ყირიმთან
3. ხერსონის დაკავება (ბოლო ინფორმაციით ხერსონი დაეცა) და დასავლეთის მიმართულებით შეტევის გაგრძელება ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე დიდი წარმატება სამხედრო კამპანიაში რუსეთის არმიას მარიუპოლის მიმართულებით ჰქონდა.
რუსული ჯარები ინარჩუნებენ პოზიციებს კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში. რუსული ძალები დიდი ალბათობით შეეცდებიან კიევის სრულ ბლოკირებას, ვიდრე ქალაქის პირდაპირ შტურმს.
რუსი სამხედროები აგრძელებენ საარტილერიო დარტყმებს ხარკოვის გარეუბანში გამაგრებული უკრაინული თავდაცვითი ძალების პოზიციებზე, რაც მკვეთრად ზრდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და იზრდება მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეების რიგებში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალებს არ უცდიათ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციები ხარკოვის წინააღმდეგ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თუმცა რუსული ჯარი აქტიურად ახორციელებდა საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს, რათა შექმნას სახმელეთო შეტევის წინაპირობები უახლოეს 24-48 საათის განმავლობაში.
როგორც ჩანს, რუსეთის სახმელეთო ძალები განახორციელებენ მორიგ ფრონტალურ შეტევას ხარკოვზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, და არც ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას.
დასკვნითი სახით:
რუსული ძალები ქმნიან პირობებს, რათა კიევი დასავლეთიდან ალყაში მოაქციონ და ცდილობენ აღმოსავლეთიდან ახალი ფრონტის გახსნას, რაც მათ დედაქალაქის ალყაში მოქცევის საშუალებას მისცემს.
გაურკვეველია, აქვს თუ არა რუსეთს საკმარისი საბრძოლო ძალა, რომ დაასრულოს ასეთი სამხედრო ოპერაცია და შეინარჩუნოს დღეისათვის არსებული პოზიციები, იმ ფონზე, როდესაც უკრაინის არმია ახორციელებს ეპიზოდურ კონტრშეტევით კამპანიას.
რუსეთის და მისი პროქსი-ჯგუფები, სავარაუდოდ, შეეცდებიან „სახმელეთო ხიდის“ გამაგრებას, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება დონის როსტოვის დაკავშირება ყირიმთან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის ძალებს უფრო სწრაფად მოახდინონ მომარაგების მიღება როსტოვიდან, რათა გააძლიერონ შეტევითი ძალისხმევა დასავლეთისკენ.
რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ხერსონის დაკავება შესაძლოა რუსეთის ძალებს საშუალება მისცეს განაახლონ შეწყვეტილი შეტევითი კამპანია ნიკოლაივისა და ოდესისკენ.
წყარო: The Institute for the Study of War (ISW)
სხვა სიახლეები:
🔴 ხარკოვში შეტაკებებს 20 წლის უკრაინელი სპორტსმენი ემსხვერპლა
🔴 "დილა კიევში განგაშის სირენების ჩართვით დაიწყო" - რა ვითარებაა უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 დღეს
🔴 რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს

1787831101
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდე...
1787830515
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნაურუს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს ა...
1787827315
ახალი ამბებისაარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. „საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს ცენტრალურმა...
1787827273
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში - ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები
„ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდა მეხუთე კოლონას საქართველოში“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიან...
1787825590
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა
მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხ...





























