ლავროვმა დაასახელა როგორი მთავრობა სურს რუსეთს უკრაინაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის მთავრობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დონბასში განხორციელებულ გენოციდსა და რუსოფობიაში და ამ თემაზე საუბრისას ისევ გამოიყენა კრემლის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული განცხადებები უკრაინელების მიერ რუსების ჩაგვრის და რუსულად საუბრის აკრძალვის შესახებ. 


ლავროვი დღეს, 25 თებერვალს მოსკოვში შეხვდა ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრ“ ვლადისლავ დეინეგოს და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოადგილეს სერგეი პერესადოის.

ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია NBC-ს ჟურნალისტმა ლავროვს ჰკითხა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის სავარაუდო მიზანზე - დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლაზე პრორუსული მთავრობით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა სამხედრო ოპერაციის მიზანი მკაფიოდ განმარტა 24 თებერვალს. როგორც ლავროვმა თქვა, რუსეთი ვერ ხედავს შესაძლებლობას, დემოკრატიულად აღიაროს მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს ჩაგრავს, მას გენოციდს უწყობს და კრძალავს რუსულ ენას, რომელზეც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საუბრობს.

ლავროვის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი დაინტერესებულია „უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობით“, იმით, რომ „ჰყავდეს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ მის მრავალფეროვნებას“, არ წაახალისებს „ნეონაციზმს და რუსების გენოციდს“ და უკრაინას არ გამოიყენებს „რუსეთის შეკავების ინსტრუმენტად“. 

წყარო:რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის ძირითადი სცენარი არის კიევში შესვლა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის განადგურება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

🔵ქართველებო, ძმებო, მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს? - არაუშავს ირაკლი, როცა ჩვენს ცაზე სამხედროს ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე - რადას დეპუტატი

🔵

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791569517

ახალი ამბები

ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...

ილია სულამანიძე

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი

1791562924

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი